გაცილებით უკეთ იმუშავებს როუტერი. Netgear 3700v4 მაქვს სუსტი ნამდვილად არ ითქმის ამაზე, მაგრამ როგორც კი LEDE ჩავწერე მაშინვე დაეტყო რომ საიტებს გაცილებით სწრაფად ხსნის. რაღაც აპლიკაცია ამასაც ქონდა ანდროიდ ტელეფონზე მაგრამ ეხლა უკეთესი აქვს

LEDE ასე ვთქვათ გაგრძელებაა უფრო ახალია და ეგ დააყენე. ყველანაერად თავსებადია openwrt-სთან. მე დაჟე ზედ გადავაწერე openwrt-ს LEDE upgrade პაკეტით და config-ები შევინახე უპრობლემოდ წავიდა.
+ ები
1 SQM სკრიპტებს გაუშვებ Bufferbloat-ს მოსაგვარებლად. ტორენტების გადმოწერისას რო ჭედავს ნეტი და მაგასთან ერთად რომ თამაში შეუძლებელია
2 DDNS client-ს დააყენებ და სტატიკური ip გექნება სულ
3 OpenVPN server-ს გაუშვებ, ტელეზეც დააყენებ და მობილური ინტერნეტის ნაცვლად სახლის დაცული გზით გახვალ ნეტში. ასევე საზღვარგარეთ თუ მოხვდები იქიდან თავისუფლად შეხვალ ქართულ საიტებზე ნებისმიერი ადგილიდან თითქოს სახლში იყო
4 Adblock-ს დააყენებ პირდაპირ როუტერზე და ნებისმიერ მოწყობილობას რომელიც ამ როუტერით გავა ნეტში არ დაჭირდება adblock-რები
5 Wake On Lan-ს დააყენებ და კომპის ჩართვა შეგეძლება მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან
6 შეგიძლია იმ USB პორტზე ფლეშკა ან გარე მყარი დისკი მიაერთო და torrent კლიენტი დააყენო როუტერზე და ნებისმიერი ადგილიდან გადაწერო ტორენტები მაგ ფლეშკაზე ან მყარ დისკზე
ჩემ როუტერზე 8 GB-იანი ფლეშკა მაქვს მიერთებული და ეგ მაქვს გაკეთებული ასეთ ვიდზეა

7 NFS სერვერს დააყენებ ან samba-ს და მაგ ფლეშკას/დისკს კომპზე დაამაუნთებ და იქიდან ჩაწერ ან წაშლი რაღაცებს ან გადმოწერილ კინოს უყურებ პირდაპირ
8 მონიტორინგის კიდევ უფრო უკეთესი შესაძლებლობები გექნება
კიდევ რასაც მოიფიქრებ ყველაფერს გააკეთებ. შესაძლებლობები შეუზღუდავია რადგან LEDE/openwrt ჩვეულებრივი linux დისტორა როუტერებისთვის.