საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს კონკურსს საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟიორთა მისაღებად. კონკურსი მიზნად ისახავს პროკურატურის სისტემაში ახალი კადრების მიღებას.
სტაჟიორობის კანდიდატების მიმართ ძირითადი მოთხოვნებია:
o უმაღლესი იურიდიული განათლება (ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტობა);
o არგუმენტაციის უნარი;
o პასუხისმგებლობის გრძნობა;
o მიზანდასახულობა;
o სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
o მოტივირებულობა;
o ანალიტიკური აზროვნება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო განაცხადი (აპლიკაცია) უნდა გამოაგზავნონ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, 2014 წლის 07 აპრილიდან 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.
სტაჟიორობის კანდიდატმა ზემოაღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით შესაბამისი საკონკურსო განაცხადის (აპლიკაციის) გამოგზავნისას, განაცხადს (აპლიკაციას) ელექტრონული სახით უნდა დაურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების დასკანერებული ასლები:
ა) მოქალაქის პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი,
ბ) დიპლომის ასლი (ან დამამთავრებელ კურსზე სწავლის დამადასტურებელი ცნობის ასლი),
გ) სერტიფიკატის ასლი პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მოსამართელობის საკვალიფიკაციო გამოცდის ან ადვოკატთა ტესტირების გავლის შესახებ (ასეთი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში).
შენიშვნა: სტაჟიორობის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსი და არ აქვთ ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდა, სტაჟიორად დაინიშნებიან პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მოსამართელობის საკვალიფიკაციო გამოცდის ან ადვოკატთა ტესტირების გავლის შემდეგ.
სტაჟიორთა კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად. პირველი ორი ეტაპი ჩატარდება ტესტირების ფორმით, რომელთა წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
* * *
http://youtu.be/eW_NmeP5joI ვიდეო რგოლი