პატარა კითხვა მაქვს განათლების (და არა მხოლოდ განათლების) ექსპერტებთან, ანალიტიკოსებთან, მაკრო-ეკონომისტებთან, პოლიტიკოსებთან:
განათლებაზე იხარჯებაო 2,5-3% - ასე ამბობენ ჩვენი პოლიტიკოსები. ამასვე ადასტურებს ეს საიტი:
https://en.wikipedia.org/wiki/List_of_count...on_(%25_of_GDP). აქ წერია, რომ 2012 წელს საქართველოში იხარჯებოდა განათლებაზე მშპ-ს 2,7%.
ოფიციალურად კი ჩვენი განათლების ბიუჯეტია 1,116 165 მილიარდი ლარი. წყარო:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3495562ამავე დროს, ჩვენი მშპ PPP-ს მიხედვით არის 37,38 მილიარდი დოლარი = 89,71 მილიარდი ლარი (კურსით 2,4). მშპ-ზე ინფო ავიღე აქედან:
https://en.wikipedia.org/wiki/Georgia_(country)1,116165 / 89,71 = 1,244%, რაც შორსაა 2,7%-ისგან.
გამოდის, რომ სხვანაირად ხდება ამ 2,7%-ის მიღება. ჩემი კითხვაა - როგორ? იქნებ მშპ-ს იღებენ ნომინალურად დოლარში? თუ სხვა რამეშია საქმე?
პ.ს. 2,7%-იც რომ იყოს, რომ გადავამოწმე, PISA 2015-ის მიხედვით, 67 ქვეყნის (5 ქვეყნის მაჩვენებელი უცებ ვერ მოვიპოვე და ამოვაგდე) საშუალო მაჩვენებელია 4,94%, ანუ თითქმის ორჯერ მეტი..
პ.პ.ს. ეს თემა, ცხადია, პოლიტიკურია და მოდერს ვთხოვ, გაითვალისწინოს. წინასწარ მადლობა.
This post has been edited by Denmark on 12 Jun 2017, 09:39