KaratelForevaიმიტომ რომ არაა ქართულად აკრეფილი, არის ინგლისურად.
უბრალოდ, 90-იანების დროინდელი შრიფტითაა ნაჩვენები, სადაც ლათინური ასოების ნაცვლად, ქართულია ჩატენილი.
მაგალითად ასეთებია AcadNusx, AcadMtavr, LitNusx და ა.შ. ეგ ყველა ლათინური შრიფტია.
იმის გამო, რომ ქართული არ იყო ადრე, მაგ ლათინურ შრიფტებში ქართული ასოების სურათებს დებდენ და ინგლისურად დაწერილის, ქართულად ჩვენება შეიძლებოდა.
დიდი ხანია უკვე, ქართული ასოებსაც აქვთ უნიკალური კოდები მინიჭებული და ბევრი უნიკოდ ფონტია, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადაეჩვია ქართველი ერი, მაგის საცოდაობის გამოყენებას
ასე რომ, შეგიძლია fonts.ge-იდან გადმოწერო და დააყენო AcadNusx, მერე word-ში მონიშნო დაკოპირებული ტექსტი და ზემოთ აირჩიო ეგ შრიფტი.
თუ გინდა, რომ ზუსტად იმ შრიფტით გაჩვენოს, რაც PDF-შია, მაშინ მარჯვენა კლიკით ნახე Document properties-ში, რა შრიფტებია გამოყენებული

ხოლო, თუ რეალურ ქართულად ქცევა გინდა, არის უამრავი კონვერტერ საიტი და პლაგინი. ამ პოსტებშია ლინკები
acadnusx-დან დან sylfaen-ში გადაყვანა (post #36739276)Sylfaen-ს გადაყვანა AcaNusx-ში (post #36709054)