ერთი უცნაური ამბავი შემემთხვა რამდენიმე დღის წინ და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.
ქორწილში დამპატიჟა ერთმა ნაცნობმა, მეც ხათრი ვერ გავუტეხე და წავედი.
ქორწილი პატარა სოფელში გაიმართა. თბილისიდან საკმაოდ შორს.
სიმართლე გითხრათ დიდად არ მიყვარდა ქორწილები, მაგრამ იქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
პატარძალი საკმაოდ კარგი გარეგნობის გოგო იყო, გამოხედვაც ეშხიანი ქონდა, ტანიც მშვენიერი და ყველაზე დიდ ყურადღებას მისი ულამაზესი თმა იქცევდა.
როგორც მოგვიანებით გავიგე, წარმოშობით ხევის ერთერთი სოფლიდან ყოფილა.
პირველი უცნაურობა რაც შევნიშნე ის იყო, რომ პატარძლის მხარე მცირე რაოდენობით იყო წარმდგენილი.
ჯამში ასე 5 დან 10 კაცამდე იქნებოდნენ (კაცი და არა ქალი, ერთი ქალიც კი არ მოსულა პატარძლის მხრიდან) და თან ყველა ცხენით მოვიდა ბიჭო მეთქი ესენი ხო კარგად არიან...
ეს გოგო (პატარძალი) კიდევ რაღაცნაირად ეშხით უყურებდა ყველას... გეგონებოდა იწვევსო.
რაღაც მომენტში სიტუაციას მოვწყდი და ცოტა მოშორებით დავდექი და
ბევრი რო მარ გავაგრძელო ცოტა ხნის შემდეგ (ქეიფი არ იყო ჯერ დაწყებული) რაღაც ხმაური შემომესმა.
გავარდი მეთქი რა ხდება (ვეძებ ამ ჩემს ნაცნობს თან) და ტიპები იმენა ხანჯლაობდნენ! ერთი 10-15 კაცი იდგა ხმლებით და როჟები ხანჯლაობდნენ სერიოზულად ძმაო გინდ დამიჯერეთ გინდ არა.
ვერაფერი გავიგე რა ხდებოდა.
ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა რა.
ყოველშემთხვევაში ასე მეგონა მაგრამ მთავარი ახლა იწყება...
აი რამდენჯერ ვარ ქორწილში ნამყოფი უკვე სათვალავი ამერია, მაგრამ არც მინახავს და არც გამიგია ძმაო ,,დედოფალს" ვიღაც კაცი კოცნიდეს და ეხვეოდეს.
ეს ხანჯლაობა მორჩა თუ არა იმ ცხენით მოსულმა სასტავმა ჩამოუარა პატარძალს და კოცნა და პროშნა.
სადაური წესია იქნება იცოდეთ ვინმემ?
საქმროს მხარესაც არ ხმა არ ამოუღია.
ბოლოს მეთქი კარგი რაც არის ეგ არის თქო... დავლოცე როგორც შემეძლო ნეფე-პატარძალი და წამოვედი სახლში.