წარმატება ვუსურვოთ ჩვენს საამაყო კაპიტანს NBA-ს ფინალში!!!

ისტორიაში პირველად - ზაზა ფაჩულია NBA-ს დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულია! [VIDEO]
10:39 23-05-2017
23 მაისს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოს" ესტუმრა და ანგარიშით 129:115 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეოთხე შეხვედრა მოიგო (4:0).
"უორიორსის" ქართველ ცენტრს ტრავმის გამო არ უთამაშია.
ზაზა ფაჩულია გახდა პირველი ქართველი, რომელმაც NBA-ს კონფერენციის
ფინალური სერია მოიგო და NBA-ს ფინალში ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ფაჩულიამ ტრავმა მეორე მატჩში მიიღო.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ყველაზე მეტი, 36 ქულა სტეფ კარის ანგარიშზეა, რომელმაც ასევე 6 პასი და 5 მოხსნა მოაგროვა. შემდეგ მოდის კევინ დურანტი 29 ქულით, 12 მოხსნითა და 4 პასით.
დურანტი გახდა ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო: სან ანტონიო-გოლდენ სტეიტი 115:129
Sportall.Ge
აღსანიშნავია, რომ "გოლდენ სტეიტი" ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც პლეი ოფის გათამაშება ზედიზედ 12 გამარჯვებით დაიწყო, ისე, რომ ერთიც არ წაუგია.
იხილეთ ვიდეო: დასავლეთ კონფერენციის ტიტულის გადაცემა
Sportall.Ge
"გოლდენ სტეიტი" ფინალში "კლივლენდსა" და "ბოსტონს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, სადაც ამჯერად ანგარიში 2:1-ია "კავალიერსის" სასარგებლოდ.
http://www.sportall.ge/kalatburti/qarthuli...ulia-video.html
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3