ჭეშმარიტი ქართველი
– იარე მოღუშული სახით და ვინმემ სიტყვა თუ შემოგბედა, უფრო მოიღუშე და განემზადე აგრესია/საპასუხო აგრესიისთვის. თვალების ბრიალი/კვესება ეს ყველას უნდა შეეძლოს
– არასდროს გამოიყენო სიტყვები ,,მადლობა", ,,ბოდიში", ,,თუ შეიძლება", ,,გამარჯობა", ,,ნახვამდის". გარდა ამისა, გახსოვდეს ვაჟა–ზაზაევიჩი, მიდექ–მოდექ, შეაწუხე ვინმე
– მაქსიმალურად დაანაგვიანე მონაწევით, ნაჭამით ან ნაჯ–ნაფსით
– ყოველთვის გადაასწარი, იქნება ეს რიგები თუ საგზაო სიტუაცია
– პირველს რომ გააკეთებ, მომენტალურად დაარხეინდი და ყველა შეაფერხე
– როგორც კარგმა ტიპმა უხვად გამოიყენე ნარკომანია–პროსტიტუციის ,,სამყაროების" ,,ლექსიკა", განუწყვეტლივ განაახლე და ,,აქტუალურ" კლიშე–შაბლონებს არ ჩამორჩე
– გახსოვდეს, რომ დაგვიანება კარგი ტონის მაჩვენებელია
– საქმეში ყოველგვარ ,,პერფექციონიზს" ერიდე, ამის ნაყოფი ბუმბერაზი კლასიკოსების მომაკვდინებელი ქილიკია, არ გეზარება მაინც?
– მკაცრად გაითვალისწინე მუდამ მოაბეზრო თავი სხვას, არ დაუშვა მოენატრო. თუ ძმაკაცი–დაქალია, ვალდებულია იქამდე იყოს შენთან, სანამ თავად არ დაიღლები და სახლში წახვალ
– როგორც ,,ცივილიზირებული სამყაროს" წევრმა არ დაუშვა ძაღლების, კატების და სხვა მავნებლების გამრავლება. მოწამლე, მდუღარე გადაასხი, გადაუარე მანქანით ან მინიმუმ წიხლი ამოარტყი ბინძურებს
– შენი რელიგიის დასაცავად ,,დედისმუხლი" გამოიბი, გინების შემდეგ პირჯვრის გადაწერა არ დაგავიწყდეს. თუ მოხდა და ათეისტი ხარ, შეეცადე პროვოკაციაზე წამოაგო, არსენალში მინიმუმ მორალ–ეთიკის ესენცია – დაცინვა უნდა გაგაჩნდეს
– ეშმაკი დეტალებში იმალება, ასე რომ წვრილმანებს ნუ უგულებელყოფ: სიძუნწეც კარგი საქონელია; ქორ–ვაჭრული ბუნება ბავშვობიდან შეითვისე; იყავ ქოსატყუილა კონფუციანელი, ორმაგად მიაგე; მაკიაველისტი რაგინდარა საკითხში
– ჰედონიზმი ეს გართობაა ქართულად! სუფრა ჩვენი სულია! გამოიყენე ნებისმიერი საბაბი და გონებაში გაგიჯდეს ფიქრები ხინკალზე, ტეკილაზე, ნაყინზე, ყავაზე, ბურგერებზე, ჩიზებზე, ჩიპსებზე, დონატსებზე...
– ოდითგანვე ქართველები დიდი ფსიქოლოგები ვართ, ადამიანი სწორად ამოიცანი: უაიფონო და უმანქანო ადამიანი არის წურბელა
– სადაც 3 და მეტი ადამიანია, იქ არის ღმერთი, იქაა მეგობრობა და იქაა სიმართლე: მათ წინააღმდეგ არასდროს აღსდგე. გახსოვდეს დარვინი, ძალა წარმართველია. ხალხური, ძალა ერთობაშია
– უცხოს–გარეგანს როგორც გარეულ მხეცს უყურე. ქსენოფობია ჭეშმარიტი განმარტებით შეიცან და ნეპოტიზმში განაზავე
– მორჩილებდე ზემდგომს, რადგან ისიც უფრო ჭკვიან ზემდგომს მონებს: იერარქია, კიბე
– ბიუროკრატიზმი ჩვენს სულშია, ცხოვრებაშიც სკრუპულოზურად შეასრულე. გახსოვდეს, ჭკუა ვაის გაძახებინებს
– არასდროს მიმართო პოლიციას, განსაკუთრებით მაშინ, როცა აუცილებელია, ,,ორგანულად გძულდეს", მაგრამ გახსოვდეს: კეისარს კეისრისა. უსამართლობას დათმენა სჭირდება, პატრიოტის კედელზე მტრის ხატს უმაღლეს ადგილზე აჭედებენ
დავიღალე,
სუსტებს განსაცდელი ელით, ემპათია ავადმყოფების ნიშანთვისებაა
პ.ს. როგორ დამავიწყდა (კიდე რამდენია ეჰ

)
– რა ადამიანია ვინც გენერლობაზე არ ოცნებობს? დავირაზმეთ ტოტალიზატორ–კაზინოებისკენ
This post has been edited by Piquecanthropus on 11 Jun 2017, 09:38