http://batumelebi.netgazeti.ge/news/96467/...M.INQBIc9J.dpbsდღეს, 30 სექტემბერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სხდომა ხობში გამართა და გაზეთ “ასავალ-დასავალის” მისამართით ეთიკის რამდენიმე პრინციპის დარღვევა დაადგინა, მათ შორის, დისკრიმინაციის და ბავშვთა უფლებების კუთხით.
„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ განცხადებით ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ხობის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა მიმართა. მანამდე, გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა ამ სკოლის მოსწავლეებზე, რომლებმაც თანასწორობის იდეაზე კლიპი გადაიღეს. გაზეთმა მოსწავლეები და სკოლის ადმინისტრაცია გაკიცხა, არასრულწლოვნების ფოტოები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „მოსწავლები ლგბტ კლიპში გადაიღეს.“
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს ღია სხდომას ხობში ესწრებოდა მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე. „ბათუმელები“ მისი მოსაზრებით დაინტერესდა და მას შემდეგ გაესაუბრა, როცა ხობელმა მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ საქმის განხილვა მოხდა ხობში, სადაც ადამიანებმა მიიღეს სერიოზული დარტყმა მედიისგან მათი სამოქალაქო აქტივობის თუ პოზიციის გამოხატვის გამო. სკოლის დირექტორმა მიმართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, მაგრამ ის იცავდა არა განზოგადებულ სკოლას, არამედ კონკრეტულად იმ მოსწავლეებს, ვინც ღირებულებით ასპექტებზე მოამზადეს კლიპი.