გურამ რჩეულიშვილმა პროკურატურას მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმების საბოლოო პირობები შესთავაზა.
კარგი ისაა, რომ შეუმუშავებია გეგმა, რის მიხედვითაც აპირებს მშენებლობების დამთავრებას.
ცუდი ისაა, რომ თურმე სახელმწიფოსგან ელის დახმარებას და მათ შორის ფინანსურ დახმარებასაც.
ანუ რა გამოდის.
თუ სახელმწიფო არ მიიღებს მის პირობებს, დაზარალებულებს ეტყვის, მე რა გიყოთ, სახელმწიფოს შევთავაზე გეგმა და არ მიიღოო და კანცელარიასთან გაუშვებს დაზარალებულებს საპროტესტო აქციით.
თუ სახელმწიფო დათანხმდება, გამოდის, რომ სახელმწიფო სახსრები დაიხარჯება მათი გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად.
სახელმწიფო სახსრები კი სხვა არაფერია, თუ არა ჩემი და თქვენი გადახდილი გადასახადები, ანუ ჩვენი ფული.
ესე იგი, რაც ვჭამეთ, შეგვარგეთ და დესერტიც დაგვაყოლებინეთო.
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...hesthavaza.html
მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი...
ჩვენ უნდა ვსდიოთ ეხლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი,
ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს.