ყატარის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთნხმებას, რომლის მიხედვითაც, ყატარი აშშ-სგან 12 მილიარდი დოლარის ღირებულების F15 ტიპის თვითმფრინავებს იყიდის.
შეთანხმება დაიდო მიუხედავად ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული სკანდალისა, რომლის გამოც ყატარი ეკონომიკურ და დიპლომატიურ იზოლაციაში მოექცა.
ორმხრივ მოლაპარაკებებში აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ჯიმ მატისი მონაწილეობდა. Bloomberg-ს ინფორმაციით საუბარია 36 ერთეულ F35-ის ტიპის გამანადგურებელზე. ეს აშშ-ის მხრიდან ყატარისთვის შეიარაღების მიწოდების პირველი შემთხვევა არაა - ნოემბერში ამერიკის მთვრობამ 72 ერთეული F-15QA aircraft-ის ტიპის თვითმფრინავი მიჰყიდა ახლო აღმოსავლელ პარტნიორებს და გარიგებისგან 21,1 მილიარდი დოლარი იხეირა.
არაბული ქვეყნები ჯერჯერობით ყატარისთვის ბლოკადის მოხსნას არ აპირებენ, რადგან ამ ქვეყანას ტერორიზმის დამფინანსებლად თვლიან.
საბოლოოდ დაიკიდა აშუშუმ საუდიტები?