ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:
რა ცინიკოსი მიზანთროპები ხართ!!!
რატომ გარბის ქვეყნიდან ხალხი, ამის ახსნის პასუხისმგებლობა არა გაქვთ ევროპელი პარტნიორებისათვის?
გაუბედურებულ, გაღატაკებულ ქვეყანაში რომ მუდმივი შემოსავალი, ისიც მათხოვრული, მხოლოდ მოსახლეობის 1/4- ს აქვს, ამის ახსნას არავინ გთხოვთ?
უღარიბესი ქვეყნის პარლამენტართა და მინისტრთა არაადექვატურად მდიდრული ხელფასების, მანქანების, სასახლეების შესახებ არავინ გეკითხებათ?
სულ ცოტა ხნის წინ ექვსასი ათასი ამომრჩეველი რომ მოისყიდეთ, ეუთოს დასკვნა მთვარიდან მოდის თუ იგივე ევროპელი პარტნიორებიდან?
ქვეყანაში არაფორმალური გასამხედროებული დაჯგუფება რომ გაქვთ პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშის გასასწორებლად, ამაზე არ ხართ პასუხისმგებელნი? შვილმოკლული მამები რომ ქუჩაშია დღესაც და მასხარად იგდებთ, ეგეც არავის აინტერესებს?
საჯაროდ გალახული მსოფლიო კლასის მოჭიდავე რომ ქვეყნიდან მიდის და მისი გამლახავი კი თანამდებობიდანაც არ გადაგიყენებიათ, მაშინ როდესაც ერთი პანღურისათვის სამოქალაქო აქტივისტი ციხეში ჩააგდეთ, ამაზე არა ხართ პასუხისმგებელი?
გაუბედურებულ ხალხს სიგარეტიც რომ წაართვით და გაზეთის ტოქსიკურ ნაგლეჯებში გახვეულ წეკოს აწევინებთ, თან ცინიკურად აცხადებთ რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავთ; კონტრაბანდა რომ ააღორძინეთ და მერე იმაზე დაიჭერთ ორი კაპიკის საშოვნელად თავგადადებულ საცოდავებს, არც ეგ გადარდებთ?
სად გაიზარდეთ მაინც ასეთი უსულგულო ცინიკოსები; რა ისწავლეთ საზღვარგარეთ, საკუთარი ხალხის მასხარად აგდება?
ვინ ეთანხმებით და ვინ არა?
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული?
-
"თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა"
ჯორჯ ორუელი