#50768513 · 14 Jun 2017, 20:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ziku 2007 წელს მოდელი შეიცვალა, ახალზე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ 2006 წლიანი ჩვეულერბივი საქონელია. მინდოდა ყიდვა და გადავიფიქრე წვის გამო, თან არც მაგხელა მანქანა არ მჭირდებოდა. ზოგადად ფორდ ექსპედიშენია. ვირი, გამძლე და საკმაოდ კომფორტული.
რაც მოვიძიე ინფო:
2005 წლიდან დგას 6 სიჩქარიანი კოლოფი (იგივე რაც X5-ზე). ასე რომ სანამ იყიდი დარწმუნდი რომ არ აქვს ვიბრაცია ან გადართვეისას არ ურტყავს. თუ მთელია, ყიდვის შემდეგ მალევე შეცვალე ზეთი კარობკის კარტერთან ერთად (ფილტრი კარტერის ნაწილია). ძვირია, მაგრამ საჭიროა.
იგივე 2005 წლიდან დგას უფრო ძველი ძრავი, ვიდრე მანამდე მოდელებში - 24 კლაპნიანი რაღაც სტრანნი, ძველი ხრონგი. არ ფუჭდება, როგორც ასეთი, მაგრამ თამადაა გადასარევი. დადებითი ისაა, რომ ყველაზე ბანძ ბენზინზეც დადის განსხვავებით შედარებით ძველი, 32 კლაპნიანი ძრავისგან.
უგზოობაზე ვერ დადის. არ ვიცი რა უნდა უქნა რომ იაროს, მაგრამ ან ვერ ეტევი, ან კალეაში ჯდები (განიერია ძალიან, რაც ჩვენთან პრობლემაა) ან უბრალოდ კლირენსი არ გყოფნის. კიდევ უარესია თუ ჩაჯექი - 2500 კილოზე მეტია, რთულია რამე იპოვო რაც დაგაბუქსირებს და გამოგათრევს.
კიდევ ერთი რასაც დავაკვირდი - სალონი ხშირად ღია ფერის აქვს, რაც იდეაში პრობლემა არ არის, მაგრამ მე რაც ვნახე (თბილისში ვაპირებდი ყიდვას), არცერთ დედა არ ყავდა. როგორც ჩანს იოლად ცვდება.
მეტი ინფოს მოძიება ვერ მოვასწარი, მეუღლემ გადამარწმუნა და SUV-ებს შევეშვი
SR-71 QUOTE | რბილად სვლისა და ტრასაზე მდგრადობით უფრო მომეწონა ვიდრე მაგალითად lx470-ი |
სანამ მოუხვევ - კი.
This post has been edited by GrigolS on 14 Jun 2017, 20:07
|