ძალიან ბევრი მსმენია, რომ დღეისთვის უკვე წარმატებულ ბიზნესმენებს ოდესღაც მიზერული თანხით აქვთ დაწყებული თავიანთი საქმიანობა.
ხოდა მაინტერესებს თქვენი აზრი, თუ როგორ და რა პროდუქციით შეიძლება საქმის წამოწყება.
დავუშვათ რომელიმე სავაჭრო დაწესებულებაში მაქვს პატარა დახლი და ჩემი ფინანსები შეადგენს 500-600 ლარს, რა პროდუქცია შეიძლება გავყიდო?
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ყველაფერი ბათუმში ხდება და თანაც ზაფხულისთვის ძალიან იზრდება ბათუმში გაყიდვები.
უფრო აქტიურად ალბათ ზღვაზე გამოსაყენებელი პროდუქცია გაიყიდება. მაგალითად ღვის გასაბერი კამერები, ზღვის ჟილეტები და
სათვალეები. ასევე ძალიან გამოყენებადია ამ დროისთვის ვენტილატორები.
თანხა მართალია დაბალია ( არ მჭირდება სალარო აპარატი, ინდ. მეწარმეობა , ადგილის ქირის ფული) , მაგრამ თუ ამ თანხას მთლიანად
პროდუქციის ყიდვისთვის გამოვიყენებთ, ალბათ შეიძლება წვრილი პროდუქციის შეძენა.
ასევე ისეთი პროდუქცია მჭირდება, რომელსაც ტერიტორიულად ახლოს შევიძენ. ცოტ-ცოტა რომ მოვიმარაგო და ხშირად. შესაბამისად ბიუჯეტშიც ჩავეტევი.
ვენტილატორები ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ არ ვიცი სად შეიძლება ვნახო დაბალ ფასში, რომ მეც მოგება დამრჩეს. გასულ წელს ვიცი, რომ ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზია დღეში 300 ცალამდეც კი ყიდდა, მაგრამ ფასიც შესაბამისად დაბალი ჰქონდათ.
ზღვის გასაბერი კამერაც დიდი რაოდენობით უნდა გაიყიდოს წესით , მაგრამ აქ უკვე მოცულობის პრობლემაა. დიდ ადგილს დაიკავებს და შეიძლება სავაჭრო დაწესებულების ინტერიერს შეუშალოს ხელი.
რას გააკეთებდით აბა თქვენ? ან იქნება სხვა პროდუქცია შემომთავაზოთ. ან იქნებ საერთოდ არც ღირს არაფრის დაწყება