ძალიან გთხოვთ ცოტა ხანს ეს თემა არ დახუროთ, დიდ გასაჭირში ვარ და არ ვიცი როგორ მოვიქცე.
მე მყავს ძაღლი, ტაქსა, ძალიან მიყვარს და ყველა ძაღლი მიყვარს საერთოდ, არ გეგონოთ რომ ძაღლების მოძულე ვარ და ამას ამიტომ ვწერ! (აქ ტაქსას თემა ჩემი გახსნილია)
ჩემს ზედა მეზობელს ყავს ასევე ძაღლი, კანე კორსო, (გაიხსენეთ მისი ზომა) რომელსაც აცხოვრებს ჩემი აივნის ზემოთ აივანზე.
თავიდან პატარა რომ იყო ეს ძაღლი ვერ ვხვდებოდი რატომ იწუწებოდა ჩემი აივანი, ვიფიქრე დიდი დიღომია და ქარი ვიღაცის სარეცხს აშხეფებს და ა.შ..
გაიზარდა ეს კანე კორსო, შესაბამისად გაეზარდა შარდის ბუშტი და ერთ მშვენიერ დღეს ერთ ლიტრამდე შარდი ჩამოგვიჩხრიალა, ეს შარდი ესხმება მოაჯირს, აივანს, სარეცხს (საშრობი მაგ აივანზე მიდგას ხოლმე).
ვერ დავითვლი რამდენჯერ ვთხოვე მოწიწებით, ალბათ 7 ჯერ, რომ აღარ ჩამოსულიყო ეს შარდი ჩემს აივანზე, პასუხია მესმის, ბოდიში, ჩავიყვანთ ეზოში, სილიკონები ავაკარი და მაინც ჟონავს, ეგ აივანი გადავრეცხეთ და ის წყალია (ვითომ დიდი შეღავათია, ნატურალური შარდი ესხმება ჩემს აივანს თუ წყალგარეული).. ყოველ ჩამოფსმაზე მე ვრეცხავ ჩემს აივანს ქლორიანი წყლით..
გუშინაც ვიყავი ასული და მითხრეს რომ რა ვქნათ აბა აივანზე ვაცხოვრებთ ძაღლსო, და ეხლა ვწმენდავთო და წყალია ეგო, არადა ძაღლის შარდის სუნს დამიჯერებთ რომ ყველა მეძაღლე ვარჩევთ..
დილას დავუტოვე წერილი, აღარ შემიძლია მაგ გოგოსთან ლაპარაკი პირადად, ერთი ესეთი შემთხვევა და პატრულს ვიძახებ მეთქი,
მაინტერესებს რას მირჩევთ, პატრული მიშველის? გაფრთხილებას მისცემენ, რამე სანქციებია, ფულადი ჯარიმა თუ რა ხდება?
ან რამე სამსახური ხომ არ არის რომელიც ასეთ პრობლემებს აგვარებს?