http://netgazeti.ge/news/201495/ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მხრიდან საქმეზე გამოძიების დაწყებას, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მუხთარლის საქართველოში გაუჩინარებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შესაძლო არალეგალური გადაყვანის საქმე გამოიძიოს.
იმ შემთხვევაში კი, თუ აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართული მხარის ჩართულობა გამოვლინდება, ეს იქნება ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთების, მისი ღირებულებების და პრინციპების დარღვევა. ევროპარლამენტარები მსგავსი გამოძიების დაწყებისკენ აზერბაიჯანულ მხარესაც მოუწოდებენ.
ამასთანავე, ევროპარლამენტი შეახსენებს საქართველოსა და აზერბაიჯანს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდებს ქართულ მხარეს, უზრუნველყოს მუხთარლის ოჯახის წევრების დაცვა. ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანს, გაათავისუფლოს მუხთარლი, საქართველომ კი, ევროპარლამენტარების თქმით, უნდა უზრუნველყოს, რომ მუხთარლი საქართველოში საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.
აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
http://www.interpressnews.ge/ge/samartali/...ideba.html?ar=Aდარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად ეკიდება აფგან მუხთარლის საქმეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის სერიოზული საქმე, რომელიც ეფექტურად უნდა იყოს გამოძიებული. "ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან და ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს საქმე უნდა იყოს სრულყოფილად გამოძიებული. ვიმედოვნებთ, ბატონ მუხთარლის სათანადოდ ეპყრობიან და ვიმედოვნებთ, რომ სამართლიანად დასრულდება ეს საქმე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა სერიოზულად უდგება ამ საქმეს. პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ იქნება სრულყოფილი გამოძიება და ჩვენ გვჯერა, რომ ასეც იქნება", - განაცხადა იან კელიმ.
ევროპარლამენტმა დღეს აფგან მუხთარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ტექსტის ერთ-ერთ პუნქტში საქართველოს მოუწოდებს, გამოძიება სრულყოფილად ჩაატაროს.
ამ მავნებლებმა, ბიძინას კულებმა თუ ბერას შნირებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საფრთხის ქვეს დამდგარიყო შედეგი, რომლისკენაც წლები მიდიოდა ჩვენი ქვეყანა..
პარლამენტი საგამოძიებო კომისიასაც კი არ ქმნის, რადგან ცხადადაა ყველასთვის გასაგები, რომ აქ ჩვენივე ხელისუფლების კვალი იკვეთება..
ეს საქმე საერთაშორისო მნიშვნელობისაა და დიდი რეზონანსი გამოიწვია, თორემ რამდენი ასეთი ქვეყნის დამაზიანებელი საქმეები და გადაწყვეტილებები აქვს მიღებული ოცნებას ბიძინას კარნახით, თვლა აგერევა ადამიანს .. ყველაზე თვალსაჩინო მაინც საკუთარი სამხედროების დევნაა (მაისურაძის არაპირდაპირი მეთოდებით რუსეთისთვის გადაცემის მცდელობა)..
მოკლედ ძაან ღრმად ზღრენში ვართ .. yes.gif
anthropodარ დახურო, არაა ამაზე თემა და ის რაც შენ მომინიშნე მუხთარლიზეა და არა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ! ! !
მესმის რომ მძიმე წასაკითხია შენთვის, მაგრამ ეს არ გაძლევს თვითნებობის უფლებას !
This post has been edited by maxo111 on 16 Jun 2017, 11:04