მწვანე ალტერნატივა``: ``ხუდონის კაშხალის აშენება მიუღებელია``საქართველოს მთავრობის მონდომებას, ლობირება გაუწიოს ხუდონჰესის მშენებლობის პროექტს, მსოფლიო ბანკიც შეუერთდა. მსოფლიო ბანკის განცახდებით, ახალი პროექტი გამოიმუშავებს წლიური მოხმარების 10%-ზე მეტ ენერგიას და მიმდინარე ენერგეტიკული რესურსების დაახლოებით 20%-. ამასთან, პროექტი ორიენტირებული იქნება მეზობელ ქვეყნებში ენერგიის ექპორტზე.
1979 წელს დაწყებული ხუდონჰესის მშენებლობა, საზოგადოების პროტესტის შედეგად, 1989 წლის ივნისში შეჩერდა.
საქართველოს მთავრობამ 2005-2006 წლებში აქტიურად დაიწყო ხუდონჰესის მშენებლობის პროექტის ლობიერება სხვადასხვა დონეზე თანხების მოსაძიებლად. 2005 წლის ზაფხულიდან საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს იწყებს მსოფლიო ბანკთან ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. 2006 წლის თებერვალში, ბანკმა საქართველოს მთავრობას გამოუყო 5-მილიონიანი ტექნიკური დახმარების გრანტი, საიდანაც დაახლოებით 1,75-2,35 მილიონი დოლარი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის იყო განკუთვნილი. მოგვიანებით, ბანკმა ხუდონჰესის, ეგრეთ წოდებული, ეკოლოგიურ-სოციალური ანალიზი და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში წარმოადგინა. ამ დასკვნაზე ქართველი დამოუკიდებელი ექსპერტების მოსაზრება ცალსახად ნეგატიურია.
მანანა ქოჩლაძე, ასოციაცია ``მწვანე ალტერნატივა``:
_ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ტროპიკულ ქვეყნებში წყლის დიდი სიმაღლიდან ძალით დაცემისას, ასევე, მომწამვლელი ნივთიერება _ მეთანი გამოიყოფა. ამასთან, ხუდონის კაშხალი უშუალოდ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გარკვეული რისკ-ფაქტორის შემცველია. ხაიში არის პირველი სოფელი, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთთან. როდესაც აქ რაღაცას აშენებ, უსაფრთხოების რისკები იზრდება. მხოლოდ ერთი აფეთქებაა საკმარისი და სადგურის წყალსაცავი მთელ რეგიონს წალეკავს. არის მეორე მომენტიც. აქ გამომუშავებული დენი სად მიგვაქვს? ერთადერთი გადამცემი ხაზი არსებობს და ისიც რუსეთთან.
ეს არ არის სტაბილური ზონა, ამიტომ მეგონა, პროექტი თავისით მოკვდებოდა, თუმცა ხაიშიდან რუსები ჯერ არ იყვნენ გასულები, რომ ხუდონზე მუშაობა გაგრძელდა. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლებამ და მსოფლიო ბანკმა გადაწყვიტეს, რომ ასეთ პირობებში პროექტის გაგრძელება შესაძლებელია(?). ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაუგებარია, რას ფიქრობენ. ვაშენებთ, მაგრამ არ ვიცით, რამდენის გატანა შეიძლება, არ ვიცით მეზობლების მდგომარეობა, ვინ რამდენს იყიდის და ასე შემდეგ.
მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, ``საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში კლიმატის ცვლილება ანალიზს ექვემდებარება``. არადა, მანანა ქოჩლაძის თქმით, ანგარიშში რატომღაც განხილულია კლიმატის ცვლილება მე-20 საუკუნეში, რომელიც ეყრდნობა 1905-დან 90-იანი წლების დასაწყისამდე მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ``საკვლევ ტერიტორიაზე არსებულმა ტემპერატურამ და ნალექების დონემ მცირე ცვლილება განიცადა.`` ყურადსაღებია, რომ ქვემო სვანეთში ლენტეხის რაიონში ბოლო 15-20 წლის მანძილზე ჰაერის საშუალო ტემპერატურამ 1955-1970 წწ. პერიოდთან შედარებით 0.4%-ით, ხოლო ნალექთა წლიურმა ჯამებმა დაახლოებით 8%-ით მოიმატა. ატმოსფერულ ნალექთა და მდინარეული ჩამონადების ზრდას ბოლო 15-20 წლის მანძილზე ლენტეხის რაიონში წყალმოვარდნები, მეწყერების, ღვარცოფების და მიწის ეროზიის პროცესების საგრძნობი გააქტიურება მოჰყვა.
მანანა ქოჩლაძე:
_ მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებულ ხუდონჰესის წინასწარი ეკოლოგიური და სოციალური კვლევების დოკუმენტში საერთოდ არ არის წარმოდგენილი პროექტის ეკონომიკური შეფასება და უკუგების კოეფიციენტი. შესაბამისად, უცნობია წარმოდგენილი სხვადასხვა ალტერნატივების ხარჯთაღრიცხვა და ის, თუ რას ემყარება მათი ღირებულება. დოკუმენტში აქვე მოვიყვანთ ``მსოფლიო კაშხლების კომისიის`` დასკვნას: დიდი კაშხლების მშენებლობების დანახარჯების ანალიზისას აღმოჩნდა, რომ საშუალოდ, დანახარჯები 89%-ით აჭარბებდა დაგეგმილს. კომისიამ შეაგროვა, ასევე, ფაქტები სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდანაც, რომლებიც აჩვენებენ, რომ მიუხედავად სოციალური და გარემოსდაცვითი დანახარჯების გაუთვალისწინებლობისა, ბევრი კაშხალი თავიდანვე აჩვენებდა ძალიან მცირე მოგებას. საინტერესოა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ 2006 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილში პროექტი შეფასებულია 780 მილიონ დოლარად, ეკონომიკური უკუგება 5%, წარმოებული ერთი კილოვატი ენერგიის ღირებულება _ 4 ცენტი.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ხუდონი საკუთარი პარამეტრებით ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში არ ჯდება.
``ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხუდონის კაშხალის აშენება მიუღებელია. ეს მშენებლობა ჩვენს ქვეყანას არ უღირს არც გარემოსდაცვითი და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის სრული შეჩერების თაობაზე, ხოლო მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების გრანტის დარჩენილი თანხა, მოხმარდეს ხუდონჰესის მშენებლობის კონსერვაციისათვის პროექტის მომზადებას``, _ აცხადებს ``მწვანე ალტერნატივა.``
http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=3067&ct=5
“And so, my fellow GEORGIANS: ask not what your country can do for you—ask what you can do for your country.”
Аджария и Самцхе-Джавахети – это путь армянского государства к Черному мору, выход к которому может решить главнейший вопрос блокады государственности и нации в целом.
Эдуард Абрамян