2017-06-20 17:12:01 6
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 83 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა, 28-ს კი საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 258 ინსპექტირება. მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 68 ბიზნესოპერატორი.
ინსპექტირების დროს მოწმდება ბიზნესოპერატორის საქმიანობა სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
ზედამხედველობა განხორციელდა 24 ბიზნესოპერატორთან. დოკუმენტურად შემოწმდა 232 ობიექტი, მათ შორის 56 ბიზნესოპერატორი - თბილისში.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო 83 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 28 ბიზნესოპერატორს.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოწმდება მარკეტები, ხორცის, ხორცპროდუქტების, პურფუნთუშეულის, სურსათის მწარმოებლები, სარეალიზაციო და საზოგადოებრივი კვების ობიექტები.
მონიტორინგი 12-18 ივნისს განხორციელდა.
http://accent.com.ge/ge/news/details/35703...%83%A0%E1%83%90
P.S. 83/28 ცოტაა... დასაჯარიმებელი კიდევ ბევრია...