#23129277 · 25 Dec 2010, 01:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამწუხაროდ, ამ კითხვაზე, რომელიც არასწორადაც არის დასმული, მიახლოებითაც კი ვერავინ გიპასუხებთ. ჯერჯერობით არ არსებობს ქართული ელექტრონული პროგრამა-კორექტორი.
1. სტილისტური დამუშავება ტექსტისა - ეს სხვა სამუშაოა. 2. რედაქტირება - ასევე განსხვავებული საქმეა ( იმის მიხედვით, თუ რა ხასიათისაა ტექსტი). 3.. კორექტირება - სხვა.(ამ საქმეს დაბალი კვალიფიკაციაც ჰყოფნის)
როგორც წესი, ტექსტის ავტორებს თავად უჭირთ განსაზღვრა, კერძოდ, რა სახისა და დონის დამუშავება სჭირდება მათ ტექსტს. რადგან დღეს რეალური ტარიფები არ არსებობს.მე გირჩევდით, მოგენახათ ძველი რედაქტორი, რომელიმე გამომცემლობაში (,, საქართველო,', მეცნიერება'', მერანი' ) მუშაობის გამოცდილებით, გადაგეცათ მისთვის საცდელი გვერდები და ინდივიდუალურად მოლაპარაკებოდით ფასზე, პროფესიონალი რედაქტორები საკუთარ კეთილსინდისიერ შრომაში იმდენად ცოტას თხოულობენ, გული ეტკინება ადამიანს.
This post has been edited by nino darbaiseli on 25 Dec 2010, 01:35
--------------------
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს. ...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004
|