ბიჭო მაგარი საინტერესო თემაა.
აი ეხლა ფეისბუქმა მოგონებებში ამომიგდო 2 წლის წინანდელი პოსტი. პოლ ტომას ანდერსონის მაგნოლია თუ გაქვთ ნანახი, გემახსოვრებათ ალბათ ფილმის დასაწყისში სამი ისტორიაა აღწერილი.
ერთ- ერთს დავაკოპირებ.
17 წლის სინდი ბერინჯერი დაიღუპა 1958 წლის 23 მარტს, ლოს-ანჯელესში. თვითმკლველობის მცდელობა წინასწარ განზრახვის გარეშე მკველობად გადაიქცა. ახალგაზრდა სინდის თავის მოკვლა უნდოდა, რასაც მის ჯიბეში ნაპოვნი წერილი ადასტურებდა. სინამდვილეში კი საქმე სხვაგვარად იყო. იმ დროს, როდესაც სინდის მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტომა უნდოდა, სამი სართულით დაბლა ოჯახური კონფლიქტი ბობოქრობდა. მეზობლებს ესმოდათ ოჯახის წევრები როგორ ჩხუბობდნენ. პირველი შემთხვევა არ იყო, რომ ერთი მეუღლე მეორეს იარაღით ემუქრებოდა და როდესაც იარაღი გავარდა სინდიმ ფანჯარას ჩაუქროლა. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ეს წყვილი აღმოჩნდა ფეი და არტურ ბერინჯერი. სინდის დედა და მამა. როდესაც პოლიციას საქმეში გარკვევა უნდოდა, ფეიმ დაიფიცა, რომ არ იცოდა იარაღი დატენილი იყო თუ არა. თუმცა სინდის მეგობარმა ბიჭმა რომელიც ამავე სახლში ცხოვრობდა და მასთან ნამყოფი იყო, განაცხადა, რომ თვითონვე დაინახა ექვსი დღით ადრე იარაღი როგორ დატენეს. მშობლების გაუთავბელმა ჩხუბმა სინდის თავი ისე მოაბეზრა, მან უკიდურესი ზომების მიღება გადაწყვიტა და იარაღში ტყვიები ჩადო. სინდი ცხრა სართულიანი სახლის სახურავიდან გადმოხტა. რამდენიმე წამით ადრე, ვიდრე დედამისი ჩხუბის დროს თოფიდან გაისროდა. იმ დროს როდესაც მეექვსე სართულზე თავის ფანჯრებს ჩაუქროლა, მას შემთხვევით გასროლილი ტყვია მუცელში მოხვდა. ის მომენტალურად მოკვდა, მაგრამ მან კიდევ ხუთი სართული იფრინა და დამცავ ბადეზე დაეცა. ამას შეიძლებოდა მისი სიცოცხლე ეხსნა რომ არა ის საბედისწერო ტყვია. ფეი ბერინჯერი ბრალდებული იქნა საკუთარი ვაჟის სიკვდილში, ხოლო სინდი თვითონ აღმოჩნდა თანამზრახველი საკუთარ სიკვდილში.
აი როგორ პროსტა ამხელა დამთხვევა...გამოშტერდება კაცი...
მეორე ისტორია რაღაც ესეთი იყო, რაღაც უბანია ლონდონის მახლობლად, სახელად გრინბერჰილი. ხოდა მაგ უბანში სამმა ტიპმა მოკლა ერთი კაცი და ამ მკვლელების გვარები იყო გრინი, ბერი და ჰილი.

მესამე ისტორია აღარ მახსოვს...
ისე ძაან შიკარნი ფილმია.
უნდა ვნახო კიდევ, რომ მოვიცლი.
ხოდა
თქვენც გააძრეთ რა რამე ისტორიები ასეთი დამთხვევები რომ იყოს, ან თქვენი მაგალითიდან...
რავიცი რა...
მახსოვს იმენა შოკში ვიყავი პირველად რომ ვუყურე მაგნოლიას.
This post has been edited by ბანჯოო on 18 Jun 2017, 14:43