#50899297 · 4 Jul 2017, 19:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, ამ თემას მე პირადად დიდ დროს და სიცოცხლეს ვუწინასწარვმეტყველობ, რათა იხაროს იბედნიეროს და სერიოზულმა ადამიანებმა ცოტა სიცოცხლე ჯამრთელობა და ჰაერი ფილტვებში იგრძნონ. მოდით ჩამოვაყალიბებ რამოდენიმე შეკითხვას და თქვენთან ერთად ვეცდები მათზე პასუხის გაცემას...
რა მდგომარეობაა დღეს შრომით ბაზარზე? როგორი ხელფასებია ქვეყანაში? როგორ გავლენას ახდენს ფულის ინფლაცია კერძო პირების ჯიბეეებზე და ვის რამდენის შეტანა შეუძლია სახლში ამ ხელფასის საშუალებით? როგორ მოიმატა პროდუქტების ფასებმა? როგორ დარჩა ლარებში ხელფასები იგივე ოდენობით მიუხედავად დოლარის მკვეთრად გაზრდილი ფასისა? ვის რა შრომითი შესაძლებლობები აქვს, და აკმაყოფილებენ ეს ხალხი დამსაქმებლების მოთხოვნებს თუ არა? როგორ დავიწყე მე ჩემი ბიზნესი?
პირველ რიგში ჩემი აზრით ხელფასები საქართველოში ისევ და ისევ ძალიან დაბალია, მითუმეტეს პროდუქტებზე გაზრდილი ფასების ფონზე. კარგი სამსახური ისევ და ისევ მხოლოდ დო მხოლოდ ალბათ ნაცნობობით იშოვება და ინტერნეტში ან შრომით გვერდებზე არ ჩნდება, თუ საერთოდ არსებობს საქართველოში რათქმაუნდა. ფულის ინფლაციის ფონზე მკვეთრად შემცირებულია ადამიანების ჯიბეების შესაძლებლობები, თუმცა კერძო მცირე პროცენტი ისევ ახდენს ჩემთვის გაუგებარ ფურორს. რაც შეეხება შრომით ბაზარს, ზოგადად ქართველების უნარ/ჩვევები და საერთო კვალიფიკაცია ამაღლდა ბოლო წლების შედარებით, ხალხი განვითარდა და უფრო გონივრულად უმკლავდება გამოწვევებს
რაც შეეხება ჩემ თავს და ჩემს მდგომარეობას, ამაზე ნელ-ნელა გადავალ და ვეცდები ვრცლად ჩამოვწერო ჩემი მიდგომა და შესაძლებლობები. მე 17-წლის ასაკიდან ვმუშაობდი. ყველაფერი დაიწყო კომპიუტერული კომპონენტების და დესკტოპ კომპიუტერების აწყობით. მაშინ არავის ესმოდა ამ საქმის და თბილისში ცოტა მაღაზიაში თუ მოიძებნებოდა ნორმალური კომპიუტერები სარფიან ფასებში, ამიტომ მოვკიდე ამ საქმეს ადრინდელ ასაკიდან ხელი და მეორადი კომპიუტერების და ნაწილების ყიდვა-გაყიდვით დავკავდი. ჯერ გაზეთებში განცხადებებით, მხოლოდ შემდგომ ინტერნეტის საშუალებით საკუთარი სერვისების რეკლამირებას ვახდენდი და ყოველდღიურად 50-100$ დოლარის ფული მრჩებოდა ჯიბეში ხარჯებზე. რათქმაუნდა ვიყავი ახალგაზრდა და ენერგიით სავსე, და ყოველდღიურად ვახერხებდი 2-3 კომპიუტერის აწყობა/გადაწყობა გაყიდვას. ასე გრძელდებოდა 2-3 წელი სანამ ჩემი ოფისი არ გავხსენი და არ გადავერთე ახალ კომპიუტერულ ტექნიკაზე. თუმცა დიდ ხანს არ გაგრძელდა ჩემი ბიზნეს განვითარება როდესაც ბაზარი გაივსო მსგავსი ტექნიკით და დიდი მაღაზიები შემოვიდნენ საქართველოში. თუმცა საერთოდ არ ვწუხვარ იმაზე რაც მოხდა რადგანაც ის რამოდენიმე წელი მე თვალები გამიხსნა ბიზნეს აზროვნების უნარების ჩამოყალიბებაში. ვისწავლე ლოჯისტიკა/ფინანსები/მათემათიკური აზროვნება/ანალითიკური მიდგომა/ბიზნესი/საქმიან ხალხთან ურთიერთობა/მარკეტინგი/მენეჯმენტი და ბევრი სხვა რამ რაც შემდგომ წლებში გამომადგებოდა. რაც ჩემი ბიზნესი დაიხურა გავიდა უკვე 10 წელიწადი, და ამ წლების განმავლობაში ვიმუშავე და მონაწილეობა მივიღე უამრავ პროექტებში რაც მე დამეხმარა ჩემს ცხოვრებისევს კვალიფიკაციის ამაღლებაში, თუმცა დღეს-დღეობით ისევ უმუშევარი დავრჩი და ისევ არ ვნანობ არაფერზე. ჩემი ბრალი ის არის რომ დიდ ხანს ვერ ვჩერდები ერთ ადგილას და თუ ვერ ვგრძნობ პირად ამაღლებას სამსახურში საქმესაც აუცილებლად ვტოვებ და ინტერესი მეკარგება. ვფლობ რუსულ, ინგლისურ, ქართულ და ესპანურ ენებს. ამას ისიც ემატება რო ბოლო დროს იმდენ ინფორმაციას ვეუფლები ინგლისურ ენაზე რო ხანდახან მგონია ქართული ენა საერთოდ შეიძლება ერთ დღეს დამავიწყდეს, თუმცა ამაზე არ არის ეხლა საუბარი. რაც მე მაინტერესებს ეხლა არის ჩვენი ბაზრის (რათქაუნდა შრომითი) განხილვაა და თუ არსებობს ჩემნაირი ადამიანებისთვის ადგილი, თუ ისევ და ისევ უნდა ვიფიქრო ქვეყნის დატოვების შესახებ.
|