კაცო, შენ ტაფა გინდა იაფად და თავის შეწუხება არ გინდა?
მომისმინე ახლა კარგად

ხილიანიდან ჩამოგოგმანდები და დადგები ან ტვ-ს წინ ან სპორტის სასახლის წინ.
გაყვები ან N202 მარშრუტკას ან N51 ავტობუსს ან მეტროს.
ცოტას ივლი თუ ბევრს, მიადგებით გლდანს, ასე 40-50 წუთში.
მოკლედ, ნებისმიერი ტრასპორტით ჩამოხვალ მეტრო ახმეტელის გაჩერებაზე.
ზედ ავტობუსის გაჩერებასთან ადის კიბეები ბაზარში.
(გზადაგზა შეგიძლია იკითხო-ხოლმე, სად არის ბაზარი, სად არის სუზალა, უფრო სტაბილურ, დახლიან მოვაჭრეებს კითხე

)
ახვალ თუ არა კიბეებზე, დახლებსა და მოვაჭრეებს გვერდს აუქცევ და მარცხნივ გაუხვევ.
მანდ მხარი რომ არ გექცეს, ხის კოვზებსა და დაფებს უნდა გაუარო გვერდით.
მიადგები შენობას და ამ შენობის წინ, მარჯვენა მხარეს გაყვები.
აქაც აუქცევ გვერდს დახლებს და ათასი ჯურის ხალხს.
ამ შენობის პირველი სართული დაკავებული აქვთ "სუზალას" ქსელისა და კიდევ სხვა საბითუმო მაღაზიებს.
მარჯვნივ როგორც კი შეუხვევ, პირველივე არის "სუზალას" საკვები პროდუქტები და საოჯახო ქიმია.
ცოტას კიდევ რომ გაივლი და რამდენიმე მაღაზიას გასცდები, არის "სუზალას" საცხობი.
მერე არის "სუზალას" პლასტმასის ნაწარმის მაღაზია.
კიდევ რამდენიმე მაღაზიას რომ გასცდები არის "სუზალას" საჩუქრების, საოჯახო ნივთებისა და ტექნიკის მაღაზია, სადაც უნდა შეიძინო შენი ტაფა
და კიდევ თუ გასცდები, არის "სუზალას" სათამაშოების მაღაზია.
ყველა ეს მაღაზია არის საბითუმო, კარგი ფასებითა და ნორმალური მომსახურებით.
და რეკომენდაციას ვუწევ.
ახლა,
მანდ ასვლა თუ დაგეზარა:
მანდვე, მეტრო ახმეტელის წინ არის"ბალდის" და "მალსის" მაღაზია.
მაგათ წინ არის პატარა კიბეები ჩასასვლელი და რომ ჩახვალ, თუ ჩახვედი

,
არმოჩნდები კიდევ ერთ სავაჭრო ტერიტორიაზე, სადაც ასევე არის ტაფებისა და ქვაბების მაღაზია, ასევე კარგი ფასებით,
მაგრამ შედარებით ნაკლები ასორტიმენტით.
აი,ასე!
დავიღალე
ეს ფრაზა უნდა დავიმახსოვრო!
* * *
Blur და ცალკე სახურავებსაც ყიდიან
goshiaტაფამ დიდხანს რომ გაძლოს, უნდა მოვლა!
საჭმელი შიგ არუნდა დატოვო და მეორედ არ უნდა გააცხელო,
ყველა ხმარებაზე უნდა გარეცხო!
ეს კარგია შენთვისაც და ტაფისთვისაც!