#50824742 · 23 Jun 2017, 12:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"გარულა თრეველი" გთავაზობთ დაუვიწყარ ტურს მთა-თუშეთში - "თუშრი სამოთხე"
1 დღე: თბილისი - ალავერდი - ომალო ტური დაიწყება თუშეთის მიმართულებით, თავდაპირველად მოვინახულებთ ალავერდის სამონასტრო კომპლექსს კახეთში, შემდეგ გავემგზავრებით ომალოში, გზად მოინახულებთ თუშური კოშკებს, თუშეთი გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებით და ლანდშაფტებით, ვჩერდებით საოჯახო სასტუმრო ,,მირგველა”-ში, რომელიც მდებარეობს თუშეთში პირიქითისა და გომეწრის ხეობების გზაგასაყარზე, ომალოდან 3,5 კილომეტრში, ფიჭვნარიან მდელოზე.
2 დღე: ომალო - დართლო - კვავლო - დანო - ფარსმა - ბასუ ომალოდან მივემგზავრებით დართლოში, გზადაგზა ვათვალიერებთ თუშურ კოშკებს; მოვინახულებთ კვავლოს, დანოს, ფარსმასა და ბასუს.
3. დღე: ომალო - ბოჭორნა - თბილისი სოფელი ბოჭორნა ევროპაში ყველაზე მაღალი სოფელია. და ზღვის დონიდან 2345 მეტრზეა განლაგებული თუშეთში, გომეწრის ხეობაში, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად აღარავინ ცხოვრობდა. საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ბოჭორნაში მუდმივ მცხოვრებად დაფიქსირდა 76 წლის ირაკლი ხვედაგურიძე, თუშეთის ექიმი და იმავე წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც ხმა ბოჭორნაში მისცა.
მომსახურების ფასში შედის:
ტრანსპორტი ღამისთევა სასტუმროში კვება სამჯერადი (საუზმე 09: 00, ლანჩი 14:00, ვახშამი 19:00) გამყოლი - გიდი
მომსახურების ფასში არ შედის:
2-4 კაციანი კარავის ქირაობა ერთი ღამით 15 ლარი. საძილე ტომარა ერთი ღამით 10 ლარი. ცხენის გაქირავება ერთი დღით 30 - 45 ლარი. გიდის მომსახურება ერთი დღით 45-55 ლარი. სამოგზაურო დაზღვევა
ტურის ფასი: 290 ლარი ________________________________________ ტელ: 2 220633 მობ: 551 311 500; 555 84 31 13; 599 58 43 69 ელ. ფოსტა: garulatravel@gmx.com
This post has been edited by levan28 on 23 Jun 2017, 12:31
|