» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სახელზე ხშირად ჩემთვის ეგრე მოუმართავთ
და ვფიქრობ ,,ლეგიტიმურია" ამ ,,ცნებით" უფრო საფუძვლიანად დავინტერესდეთ
ამ სიტყვის ,,ხმარებადობა" ბოლო 1 წლის განმავლობაში მე–10 ხარისხში გაიზარდა და ,,პოტენციალი" გაცილებით მეტი აქვს. რა თქმა უნდა ,,სიტყვის დანერგვაში" უფრო მთავარი როლი ჩემი ,,კვლევა–ჩაძიებით" (როგორც უმთავრესად ხდება ხოლმე) მამრებმა ითამაშეს, მაგრამ (რგორც უმთავრესად ხდება ხოლმე) მდედრება აიტატეს და დღეისთვის ვფიქრობ სიტყვა ,,ბოზის" საპირწონედ იქცა...ანუ, კაცს როცა უნდა ,,მომაკვდინებელი დარტყმა" მიაყენოს ქალს მას ბოზს უწოდებს და ქალს როცა იგივე ,,დამოკიდებულების" დაფიქსირება სურს, ავადმყოფად შერაცხავს ხოლმე. აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ მამრმა თუ გიწოდება ,,ავადმყოფი" ეგ უკვე ტაისონის მუშტივით არის, ანუ დედის გინებაზე მეტია, აქაოდა შენნაირ საძაგელზე ბაგეების გასვრაც არ ღირსო...გავიმეორებ და ხმარებაში იმდენად ,,დაინერგა", რომ აღარავინ წერს შეცდომით (,,ავანყოფი")
სადაც ,,ბოზი რა არის" ათასნაირად არის გარჩეული, იქ ,,ავადმყოფიც" ხომ უნდა გავარჩიოთ?
ჩვენ ხომ ექიმების ქვეყანა ვიყავით (ახლაც ვართ ალბათ, არ ვიცი, ბოლო დეკადაში იკლო ამ მხრივ ფანატიზმმა), აი ყველაზე ,,პრესტიჟულია", ყველას უნდა ,,ექიმი შვილი" ყავდეს და გამომდინარე აქედან, თუ შეეტყო მკურნალობისა არაფერი სცხია, მერე ,,გადანაწილდებიან" ხოლმე ,,რანგით დაბალ" პროფესიებზე. ამგვარად გასაკვირი არ არის, რომ ყველა კოჭებში ატყობს ავადმყოფობას ნებისმიერს...ხშირად გავიგებთ, რომ 1 შეხედვით დაინახა ავადმყოფია, ან თვალებში ავადმყოფური მზერა შეამჩნია, ავადმყოფურად დადის, ავადმყოფური გარეგნობა აქვს და ასე. სურათებითაც კი ხვდებიან ამას ან ინტერნეტში დაწერილის საფუძველზე...დიაგნოზის დასმას რა უნდა, სურდოსავით მარტივი სიმპტომები აქვს ხომ კი (თუ არა?! სპეციალისტებმა იმსჯელონ)
კაცმა რომ თქვას (ჯანდაბას, ქალმაც თქვას თუ უნდა), სახეზეა სრულიად ახალი ,,დაავადება", რომელსაც ქვია აი რასაც ქვია ,,ავადმყოფი". როცა იტყვი ,,ავადმყოფია" აი უკვე ხვდები, რომ საქმე გვაქვს ცოტა შებერტყილ, ცოტა გარყვნილ, მაგრამ ამავე დროს ,,ცოტა ნორმალურ" ადამიანთან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი განმარტებაა, ძირითადად ,,ავადმყოფში" ყველა თავის უნიკალურ აზრებს აქსოვს და შემდეგ, ამ უნიკალური ,,მაკომპლექტებლებისგან" წარმოგვიდგება ,,ერთიანი" რაღაც ,,გაგება" ,,ავადმყოფისა"...
მაშ, ჩემო ნორმალურო ხალხო, ვინ არის თქვენთვის ავადმყოფი?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დიდი ტექსტების დამწერის გარდა – ეს ვიცით და ისიც ნათელია, რომ ნორმალური აუცილებლად დაწერს რაღაც ამგვარს: ,,არ დაგეზარა"? და აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ბოდიშის მოხდით ვიტყვი, ვინმე თუ შეცდა და წაიკითხა ეს სრულიად ფუჭი ტექსტი, იცოდეს მე არ დამიძალებია! უნდა გაგეწყვიტა წაკითხვა ძამია/დაია, გემოს რომ გაუგებ სალაფავს აუცილებელი კი არაა ბოლომდე მოასუფთავო იმის იმედით, რომ სადღაც პირის ჩასაკოკლოზინებელი შეგხვდება, ან სულაც ბრილიანტი ეგდება...და ა.შ.
თემის დასასრულს სადღაც მოსმენილი თუ წაკითხული გამახსენდა, ციტირება არაა: ,,თუ რაღაც არანორმალური მეტისმეტად არის გავრცელებული/ხშირად გვხვდება, იქნებ ,,ნორმალურის" ,,გაგებაზე" ხელახლა დავფიქრებულიყავით" ოჰ პათეტიკოს

იმდენე ვწერე, რა მინდოდა დამავიწყდა. ანუ მართლა სხვა აზრით გავხსენი თემა, მაგრამ სადღაა
პ.ს. ჩემს მეზობლად 1 ქალია, ძაღლს როცა ვასეირნებ, მიუვახლოვდები თუ არა იწყებს: ,,შე მ...ლოკია, შე პიდა...დანას დაგისობ" და ასეთები. არ ვიცი ისაა ავადმყოფი, მე ვარ თუ ორივე, მაგრამ ვფიქრობ: ეს ამერიკაა, თავისუფალი ქვეყანა, პირს ვერავის ამოვუქოლავ
ჩამოვედი?
This post has been edited by Piquecanthropus on 22 Jun 2017, 03:21
მიმაგრებული სურათი