საზოგადოებრივ მაუწყებელში ადამიანებს სთავაზობენ დამამცირებელ და კაბალურ პირობებს, ამიტომ მათ უნდა ამოიღონ ხმა და დაიცვან თავის უფლებები-ამბობს საინფორმაციო პორტალის "ევროპა საქართველოსთვის" მთავარი რედაქტორი ლიკა ბასილაია-შავგულიძე ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ნათელია, რომ საზოგადოებრივი ხდება ,,ჯიდიეს“-ის მსგავსი ტელევიზია, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს მისი დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბება.
,,ჩვენ რაც ვიცით როგორ ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში შტატების დაკომპლექტება, ვიცით რომ ,,ჯიდიესი“ დაიცალა საზოგადოებრივი და პოლიტიკური გადაცემებისგან, ამ ხალხმა მთლიანად გადმოინაცვლა საზოგადოებრივ მაუწყებელში და გაჩნდა ჭარბი რაოდენობა თანამშრომლებისა. ამიტომ საზოგადოებრივზე პრივილეგია მიენიჭა ,,ჯიდიეს“-ის კადრებს , საზოგადოებრივის თანამშრომლებს კი კაბალურ და დამამცირებელ მდგომარეობაში ამყოფებენ. ამ ადამიანებმა ხმა უნდა ამოიღონ, როგორც ეს ირაკლი ტაბლიაშვილმა გააკეთა და დაიცვან საკუთარი უფლებები. ნათელია, რომ მათ სურთ ზუსტად ისეთი ტელევიზია იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორიც იყო ,,ჯიდიესი“. ამიტომ არ დავიჯერებთ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება დამოუკიდებელი და საზოგადოების ყველა ფენის ინტერესს წარმოაჩენს, ამაში დარწმუნებული ვარ“- ამბობს ლიკა ბასილაია-შავგულიძე ,,პირველ რადიოსთან“ საუბრისას.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=87243
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)