პატარა შესავალს გავაკეთებ თქვენი ნებართვით...
ფიქრი ძალიან მიყვარს და ამ თემაზე ნაფიქრი მაქვს და გარკვეულწილად გამოსავალიც ნაპოვნი, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მაქვს და ამიტომ ვხსნი თემას... იქნებ რაღაც გამომრჩა და ვერ დავტვინე ან რავიცი...
მოკლედ პირობითად დავარქვათ ამ ადამიანს X...
X ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო და არავისგან გამორჩეული ბავშვობა არ ჰქონდა... გაჭირვების დროს მასაც უჭირდა როგორც უმრავლესობას და ა.შ...
იყო მეტნაკლებად სოციალური ადამიანი... ყავდა მეგობრები, არც ახალი ადამიანების გაცნობაზე ქონდა რაიმე უარყოფითი ფიქრები და ა.შ...
მის ცხოვრებაში დადგა რაღაც კონკრეტული და გადამწყვეტი მომენტი, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად უცბად შემოაბრუნა და დღეს ის სრულიად ასოციალურ ადამიანად იქცა...
ძველ მეგობრებთან კონტაქტი თითქმის აღარ აქვს... ახლების დამეგობრებას არც ფიქრობს... სულ რამოდენიმე მეგობარი ყავს და ერთერთი მე ვარ... როდესაც ვეკითხები რატომ გახდი ასეთი მეთქი მპასუხობს, რომ ადამიანებში მარტო უარყოფით მხარეებს ხედავს და არ უნდა მათთან თამაში და ვითომ დამეგობრება...
მე ხშირად ვთავაზობ სხვა და სხვა ადგილებში წასვლას და როცა დრო/საშუალება აქვს და სცალია უარს არ მეუბნება და კარგ დროსაც ვატარებთ ხოლმე... უბრალოდ ეს ახალი ხალხის გაცნობა და ა.შ არ უნდა რა...
მაგალითად რმაოდენიმე დღის წინ სკვერში ვიყავი რამოდენიმე ჩემს მეგობართან ერთად და დავურეკე თუ გცალია მოდი მეთქი და არ ეცალა, მაგრამ მოგვიანებით რომ ვნახე მითხრა ეგ სასტავი არ მევასებაო... კონკრეტულად 1-2 არ ევასება იმ სასტავიდან და რა უარყოფით თვისებასაც ასახელებს 100%-ით მართალია, მაგრამ ხომ შეიძლება ისინი დაიკიდოს და ჩემს გამო და კიდევ 1-2 ისეთის გამო მოსულიყო რომლებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს? მე მივიდოდი... რავიცი...
მოკლედ ესეთი სიტუაცია აქვს ამ X-ს... რაიმე იდეები გამოუშვით რა შეიძლება ვუშველო? როგორ შევაცვლევინო აზრი ადამიანებზე და ადამიანობაზე? რა ვქნა არ შემიძლია მარტო უარყოფითებს ვხედავ ადამიანებშიო... მე და ვისტანაც კონტაქტი აქვს ბავშვობიდან გვიცნობს თორე ალბათ ეხლა ჩვენზეც იგივეს იტყოდა...
მე იდეები მელევა უკვე რა შეიძლება ვუშველო...
აბა გისმენთ...