#53333309 · 28 Aug 2018, 22:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
micheal_777 არსებობს აღსრულების ქვემდებარე აქტები, თუ უბრალოდ ქაღალდზე რაღაც დაწერეთ ის ვერ იქნება პირდაპირ აღსრულებადი.
შეგიძლიათ გადახედოთ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ მუხლი 2–ს, ზუსტად რომ ნახოთ რა არის აღსრულებადი აქტების სიაში.
სხვა საქმეა თუ გამარტივებულ წარმოებას დათანხმდით.
ჩვენი ნორმატიული მასალა არ გვეუბნება მოვალის მოძრავი ნივთები რა ადგილას უნდა დაყადაღდეს, შესაბამისად ვიყენებთ არა რეგისტრაციის ადგილს არამედ მის საცხოვრებელ ადგილსამყოფელს (სოციალური ქვემდებარეობიდან გამომდინარე სწორედ საცხოვრებელ ადგილას აქვს მოვალეს მის ნივთებთან წვდომა და არა ფიქციურად არსებულ მისამართზე), შესაბამისად აღმასრულებელს არამოვალე მესაკუთრის სახლში აქვს ნივთების დაყადაღების უფლება, თუ ამ სახლში მოვალე ცხოვრობს, აქვე გასათვალისწინებელია რომ კანონი უშვებს აღმასრულებლის დისკრეციულ უფლებამოსილებას (კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში) ასეთი ნივთების ამორიცხვისა დაყადაღების აქტიდან. თუ ასე არ მოხდება მესამე პირის სარჩელი უნდა იქნეს შეტანილი სასამართლოში სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ
|