პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ რაც არ უნდა მაღალი ეპითეტებით ამკონ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი ამით არ შეიცვლება ის მძიმე რეალობა , რომ საკონსტიტუციო პროექტი მხარდაჭერილი არ არის არცერთი პოლიტიკური ძალისაგან და სამოქალაქო სექტორის არცერთი წარმომადგენლისგან.
,,სამწუხაროდ ძალიან აცდენილია ეს შეფასებები რეალობასთან, იმიტომ რომ მთელმა ამ პროცესმა გვაჩვენა რომ პროექტი, რომელიც შეიმუშავა საკონსტიტუციო კომისიამ ეს იყო აბსოლუტურად ნულოვანი კონსესუსით შემუშავებული . იმიტომ რომ არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ მხარი არ დაუჭირა ამ პროექტს, მათ გახსოვთ დატოვეს კიდეც კომისია და სამოქალაქო საზოგადოებამ წინააღმდეგ მისცა ხმა. იმ ცვლილებებში იყო ერთადერთი საკითხი, რომელსაც პოზიტიურად აფასებდა ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე გარეთ ეს იყო საარჩევნო სისტემის პროპორციულზე გადასვლა, მაგრამ მოხდა ისეთი პარადოქსი, რომ ესეც თავიდან ბოლომდე შეიცვალა და მივიღეთ აბსურდული ვითარება- ის, რაც ისედაც ნულოვანი კონსესუსით იყო აღბეჭდილი და ძალიან სადავო იყო ამ თვალსაზრისით, ისიც კი ფუნდამენტურად შეიცვალა, რაზე ვსაუბრობთ რომელ ისტორიულ გარღვევაზე ვლაპარაკობთ? ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი შეფასებები ისმის და სამწუხაროა, რომ გამოცდილებამ არაფერი გვასწავლა არავის,"-აცხადებს ჩიხრაძე ,,პირველ რადიოსთან"
პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, იმის მიუხედავად, რომ 22 წლის წინ მიღებული კონსტიტუციის შემდეგ ყველა ხელისუფლებამ ერთპიროვნულად განახორციელა ცვლილებები კონსტიტუციაში ,,დღევანდელი ხელისუფლება მართლაც უპრეცენდენტო აღმოჩნდა, რომ ერთი პოლიტიკური მომხრეც კი ვერ იპოვა".
ჩიხრაძის თქმით, ისეთი პარადოქსი მოხდა, რომ ვენეციის კომისიას აბსოლუტურად სხვა დოკუმენტი წარუდგინეს და შემდეგ შევიდა ცვლილებები.
,,აბსოლუტურად არანაირი ერთიანი ლოგიკის დაქვემდებარების ქვეშ ეს არ არის მოქცეული, ეს ყველაფერი ამიტომ ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს ის რაც მოხდა. ახლა რაც არ უნდა მაღალფარდოვანი ეპითეტებით შევამკოთ ეს პროცესი ამით სამწუხარო რეალობა არ შეიცვლება”- განაცხადა ჩიხრაძემ ,,პირველ რადიოსთან".
http://pirveliradio.ge/?newsid=87323