კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღებასთან დაკავშირებით, პრემიერის განცხადებაზე კომენტარი "პირველ რადიოსთან" "დემოკრატიული მოძრაბა ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკეთა:
"ხელისუფლება აცნობიერებს იმას, რომ ერთპარტიული კონსტიტუცია ისტორიაში შევა როგორც, რომლის წინააღდეგაც უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოების ყველა სპექტრი გამოვიდა. ეს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ქართული ოცნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. მსგავსი პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა და ეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად, თითოეულ დეპუტატს, რომელმაც დღეს ხმა მისცა ამ პროექტს, რომლითაც გაუარესდა საარჩევნო გარემო, 2020 წელს შანსს აღარ უტოვებს პოლიტიკურ ორგანიზაციებს მრავალპარტიულად იყვნენ წარმოდგენლი პარლამენტში. ყველა არის პოლიტიკასთან ერთად მორალურადაც პასუხისმგებელი დღევანდელ დღეზე. როგორც ჩანს, ოცნების საპარლამენტო გუნდისთვის მაშველი რგოლის მოვალეობა შეასრულა პრემიერმა. კვირიკაშვილი შეეცადა ადვოკატირება გაეწია პარლამენტარებისთვის . 2017 წელს აანონსებდე 2024 წელს რა სისტემა იქნება, გარდა იმისა, რომ თვალში ნაცრის შეყრაა მოსახლეობისთვის, კვირიკაშვილის განაცხადება არის პოლიტიკური თაღლითობა. ამის გათეთრება ვერანაირად ვერ მოხდება სულ რომ ასი ბრიფინგი მოაწყოს პრემიერმა და კობახიძემ ერთად." განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ “პირველ რადიოსთან" საუბარში
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=87322