ვსუნთქავთ,
თავისუფლად,
უფრო მეტად თავისუფლად,
ისე თავისუფლად
რომ ჭვარტლითა და უიმედობით
გავსებულმა ფილტვებმა
გვაგრძნობინოს ის სიმსუბუქრე
რომელსაც ასე დაჟინებითა
და მერკანტილური ინტერესებით
- უხეშად გვართმევენ ჩვენიანები.
დედა,
დავრჩით მარტოები, მაგრამ რა ვქნათ
ფარით ან ფარზე გადაააკეთეს
ჩვენებით ან დუბინკით (ტრაკში)
თუმცა სადღა გვყავს დედა,
ნაზარეთში მრავალჯერადად #####ული მარიამივით
გაუტანია წილი და
დასრიალებს ჩვენს შორის
შენელებულ მეტაბოლიზმად.
პურითა და სისხლით
დოქითა და ხმლით
ნარკოტესტითა
და 8-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
და მაინც?
სად გაპარულა ამდენი დაკლებული სიამოვნება?
420 მოლი და მათზე მძრეველიუ ბებერი ალბერტის
სიმჟავე პირში?
ვინ აიტანა ამდენი გაუზიარებელი სიმძიმე
შარდმდენი აბების, თავზე დაჯმისა და იზოლაციის?
რამ დაიტია ამდენი გაუზიარებელი ერთფეროვნება
და უსახობა მსოფლიო კაპიტალის გრაალის
ლოკალურ მცველთა
ის აქ არის,
ჩვენც აქ ვართ,
თქვენ კიდე არ ხართ
არც ყოფილხართ არასოდეს.
გასუსულები და მომართულები
ველოდებით რომ
მალე,
სულ მალე მოგთხნავთ გოჭებივით
მხოლოდ სიყვარულით,
დიდი სიყვარულით.
პ.ს.