კაროჩე მე და კლასელი შევედით სადარბაზოში, პლანის მოსაწევად.

ის ქვემოთ დარჩა და მე ერთი-ორი სართულით ზემოთ ავედი და კიბეზე ჩამოვჯექი. ვხედავ ძაან პატარა კარებს და მასთან აყუდებულ 2-3 წლის ბიჭს. შავგვრემანს. შემომხედა. ძაან საყვრელი იყო, ოდნავ პუტკუნა. არანაირი რეაქცია არ ჰქონია ჩემს დანახვაზე. მორცხვად შებრუნდა ისევ. მერე კარი გაიღო და გამოჩნდა დაახლოებით 50-60 წლის დაბალი, მსუქანი და ძალიან უშნო ქალი, რომელმაც სახლში ცოტა უხეშად შეიყვანა ეს ბავშვი. მე ამ დროს ვეწეოდი და არ მინდოდა დავენახე, მაგრამ მაინც შემომხედა. არც მას ჰქონია რეაქცია. თითქოს არც შევუმჩნევივარ. რამდნეიმე წუთი გავჩერდი და ვიგრძენი რომ უკვე ძაან დაბოლილი ვიყავი. მერე ისევ გაიღო კარი და ისევ ეს ბავშვი გამოჩდა. ოღონდ შედარებით სუსტი, პატარა და ჩოხაში გამოწყობილი. ხელში მასზე 2-3 წლით უფროს ბიჭს ეჭირა. ისროლა და გადმომიგდო. მეც დავიჭირე ეს ბავშვი და გავიქეცი. გავვარდი გარეთ და სადღაც მიმყავდა. მაგრამ ამ დროს გამომაღვიძეს.
ძძძაააააან მაგარი სიზმარი იყო.
ვერაფრით შევძელი გაგრძელება.
საშინლად დამწყდა გული.