მე გავაკეთე სახლში ძველი ხის კარებები მქონდა თეთრად შეღებილი (სტრანნი შუშები რო იჯდა, დაბურული, რომბებიანი), გავაცლევინე საღებავი, ჩავსვი გულები და გადაუსვეს მუქი ფერის ბაიცი და ლაქი.
ისეთი ლამაზი გამოვიდა, ვერცერთ მდფ-ის კარს ვერ აჯობებს (ერთადერთი მდფის კარის რაც მომწონს, არის რომ დაჯახუნებისას ხმა არ აქვს, თუ ორპირია ან რამე), განსხვავებით ხისგან.
რაც შეეხება ხელოსანს, ჩვენ გაგვიკეთეს თითო კარი ას ლარად (+ თავისი ჩარჩოებიანად), საკეტები ჩვენ ვიყიდეთ, მაგრამ ეგ იყო ერთი 7 წლის წინ და თან ძალიან გვებუზღუნენ და ტვინი შეგვიჭამეს. სულ ყელში ამოგვადინეს და არამგონია მეორედ მოკიდონ ხელი.
თუ გეხერხებათ თქვენ თვითონ, მე გირჩევდით რომ გააკეთოთ, რაც შეეხება დროს, ბევრს არ წაგართმევთ, თუ გაქვთ განიავებადი ტერიტორია (მაგ. აივანი) სადაც შეგიძლიათ იმუშაოთ. წაუსვით საღებავის და ლაქის გასაცლელი, დააცადეთ 30 წუთი და გააცლის ლაქსაც და საღებავსაც. ყიდვით, ბრიკორამაში იყიდება

ვიდეოსაც მოგაშველებთ თუ გინდათ

და თუ არ დამავიწყდა, რომ მივალ სახლში, სურათსაც დავდებ, რომ ნახოთ ღირს თუ არა

და ისე, ჩინურების ყიდვა არ ღირს, ფაქტობრივად კარდონია, შიგნით ჰაერია ცარიელი, არც 350 ლარიანების. მინიმუმ 500-იანებია ნორმალურები, ანუ შეღებილი მდფ
Try not. Do… or do not. There is no try