ეს უკვე ბიზნესია. საერთოდ მე გასართობად ვთამაშობდი ამიტომაც ვერ შევინარჩუნე მოგება . ჩემი აზრით ემოციები განზე უნდა გადავდოთ, ვფიქრობ რაღაც დოზით გავიზარდე გავცდდი თამაშობანის ასაკს ამაში გეთანხმები ნამდვილად!!
* * *
აქვე გაგიზარებთ ჩემ ისტორიას თამაში დავიწყე ტოტალიზატორში ნაჩუქარი 1000$-ით 20 დღის შემდეგ 120 000$ მქონდა ანგარიშზე ლაივს ვთამაშობდი ემოციებზე დაყრდნობით ვაკეთებდი ფსონებს ძირითადად, არანაირი სწორი დათვლა არანაირი მანი მენეჯმენტი 21-ე დღეს წავაგე 5000$ გამიმართლა რომ თანხის უმეტესი ნაწილი გამოტანილი მქონდა ყოველ 2, 3 დღეში გამომქონდა თუმცა ამხელა მოგებამ თავბრუ ისე დამახვია მოგებული თანხის 50% წავაგე (უკან შევიტანე ეგრეწოდებული ტილტი დამემართა) დანარჩენი შევირგე
გადავწყვიტე შეცდომები გამეანალიზებინა და 6 თვით გადავდო თავი დღეში მხოლოდ 10 წუთით!! 0 იდან დავიწყე აგერ უკვე მესამე დღეა 10 $ შევიტანე ერთ- ერთ უცხოურ ტოტალიზატორში ეხლანდელი ბალანსი 27$ მაქვს..გაკრული მაქვს კედელზე განსაზღვრული სტრატეგია, დრო, დისციპლინა,მიზანი (როგორ ვიშოვე ეს 10 დოლარი მოგვიანებით დავწერ)

ძირითადად ვმუშაობ 1 დან 5% მოგებაზე ფეხბურთზე და ჩოგბურთზე გაგრძელება იქნება.... ............ .............. ................. . . .................... ჩემთVის ასევე საინტერესოა თქვენი სტრატეგიები ფსიქოლოგური მომენტები ნუ მოგერიდებათ დაწერეთ და ვიმსჯელოთ მეგობრებო ვისაც მოგბეზრდათ გართობა წაგებები ვინ როგორ შოულობთ ამ საქმიდან ფულს ან რა პრინციპით თამაშობთ
* * *
სტივ ზოლოტოვი - დისციპლინა: როგორ ავიცილოთ ტილტი
წინა ორ სტატიაში ვიმსჯელეთ დისციპლინაზე და ეს მსჯელობა დავიწყეთ ტილტით. ჩემი განმარტებით, ტილტი არის მდგომარეობა, როცა თამაშობთ უფრო ცუდად, ვიდრე თქვენი კვალიფიკაცის მოთამაშე უნდა თამაშობდეს, და ეს განპრობებულია გარემოებებით, რომლებმაც, წესით, თქვენი გადაწყვეტილებების მიღებაზე არ უნდა იმოქმედოს. სანამ ტილტის საკითხს ამოვწურავდეთ, მინდა კიდევ ერთ დაკვირვებაზე მოგითხროთ. არსებობს მეთოდი, რომელიც, ჩემი და ჩემი მოსწავლეების გამოცდილებით, ძალიან სასარგებლოა ტილტის თავიდან ასაცილებლად.
მას შემდეგ, რაც იპოვით რამდენიმე მეთოდს, რომელთაც ტილტის გამომწვევი მოვლენის შემდეგ თქვენი დაწყნარება შეუძლია, გამოიყენეთ ე.წ. მომავლის სტიმულირება. შესაძლოა უკვე გადაწყვიტეთ, რომ როცა რაღაც გაგაბრაზებთ, ხუთჯერ ღრმად ჩაისუნთქავთ, თავს შეახსენებთ, რომ ხანმოკლე წარუმატებლობები ამინდს ვერ ქმნის, და გაიმეორებთ სათანადო აფორიზმს. აქვე ჩემს აფორიზმებსაც გირჩევთ, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ თვითონ მოიფიქრებთ ახლებს და კარგად მოირგებთ.
ჩემს ოპონენტებს რომ არასდროს უმართლებდეს, ისინი თამაშს შეწყვეტდნენ და მე ახალი პროფესიის მოძებნა მომიხდებოდა (უიღბლო გათამაშების შემდეგ).
შეცდომას ყველა უშვებს, მეც კი, მაგრამ მე ჩემს შეცდომებზე ვსწავლობ და ამით თამაშს ვაუმჯობესებ, ჩემი ოპონენტები კი – არა (შეცდომის დაშვების შემდეგ).
უნდა მახსოვდეს, რომ ფული, რომელსაც არ ვკარგავ ცუდი თამაშით, ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფული, რომელსაც ვიგებ კარგი თამაშით (როცა ვგრძნობ იმ გათამაშებაში შესვლის ცდუნებას, რომელშიც არ უნდა შევიდე, იმიტომ, რომ ახლახან წავაგე მეტოქესთან, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გათამაშებაში, რომელშიც არ უნდა ეთამაშა).
შეგიძლიათ შინ ყოფნისას შეიმუშაოთ ტილტის ასაცილებელი სავარჯიშოები. როცა მაგიდასთან ზიხარ, სხვა საფიქრალიც ბევრია. სცადეთ მოიგონოთ ვარჯიში, რომელსაც შეასრულებთ, როგორც კი ისეთი სიტუაცია შეიქმნება, რომელმაც ადრე თქვენი ტილტი გამოიწვია. ახლა კი მზად ხართ, მომავლის სტიმულირებას გაეცნოთ.
1. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომელმაც შეიძლება ტილტში ჩაგაგდოთ (თქვენ არეიზებთ ორი ტუზით, ფლოპზე კიდევ ორი ტუზი მოდის და ტუზების კარეს აკეთებთ, მაგრამ მარცხდებით იდიოტთან, რომელსაც ხელში ერთი მასტის 5-4 ეჭირა და სტრეიტ-ფლეში ააწყო).
2. სცადეთ ეს სიტუაცია მაქსიმალურად რეალისტურად დახატოთ. წარმოიდგინეთ, სადა ხართ (რომელ კაზინოში, როგორ სკამზე და ა.შ.), ვინ არის კრუპიე, ვინ თამაშობს თქვენს მაგიდაზე, რამხელა სტეკებია და ა.შ. ხომ წარმოიდგინეთ გარემოს ბგერები, ხმაური, სურნელი...
3. მთლიანად ჩაიძირეთ ამ სიტუაციაში და ნახეთ, შეგიძლიათ თუ არა თქვენი რიტუალის შესრულება. არაფერი გამოგრჩეთ: ხუთი ჩასუნთქვა, „ხანმოკლე წარუმატებლობები ამინდს ვერ ქმნის” და სათანადო აფორიზმი.
4. შეძელით? იყო თუ არა თქვენი წარმოსახვითი პასუხი ისეთივე, როგორიც გინდათ, რომ რეალობაში იყოს?
5. თუ არა, მაშინ გაიმეორეთ ეს რიტუალი რამდენჯერმე. იქნებ რაღაცები უნდა შეცვალოთ. თქვენს წარმოსახვით გარემოებებს დაუმატეთ ერთი ჭიქა ყინულიანი ჩაი. ახლა შეძელით? ძალან კარგი. თქვენ ტილტის აცილების გზაზე დგახართ.
6. დაუბრუნდით პირველ პუნქტს და წარმოიდგინეთ სხვა გასაბრაზებელი სიტუაცია.
გთავაზობთ კიდევ რამდენიმე სიტუაციას, რომლებიც შეგიძლიათ მომავლის სტიმულირებისთვის გამოიყენოთ. გამოსცადეთ თქვენი ქცევა შემდეგ წარმოსახვით სიტუაციებში:
გამაღიზიანებელი ოპონენტი ბლეფობს და თქვენთვის დიდი ბანკის წართმევას ცდილობს. ბოლოს წვებით, ის კარტს გაჩვენებთ და ხარხარებს იმით კმაყოფილი, რომ მოგატყუათ. ეცადეთ, ამ სიტუაცის წარმოდგენისას რაც შეიძლება ბევრი დეტალი დახატოთ.
თქვენ შოუდაუნამდე მიაღწიეთ, თქვენი მეტოქე გამოუცდელი მოთამაშეა, თანაც საკმაოდ შეზარხოშებული. მაგიდაზე აწყვია A♠ K♥ Q♦ 10♣ 4♣. ის ამბობს, რომ მეფე უჭირავს, თქვენ აცხადებთ, რომ ტუზების წყვილი შეადგინეთ, და აჩვენებთ თქვენს კარტს – A♥ Q♥. ის იგინება და გაგულისებული, მაგიდაზე ყრის თავის ხელის კარტს – K♠ J♠. კრუპიე უკვე ბანკის თქვენკენ მოწევას აპირებს, რომ რომელიღაც სხვა მოთამაშე ყვირის: „ამას სტრეიტი აქვს!” ყველა მის კარტს უყურებს. აშკარაა, რომ თქვენმა ოპონენტმა ვერც კი შეამჩნია, სტრეიტი როგორ ააწყო, მაგრამ რაკი კარტი მაგიდას აჩვენა, ეს ბანკი მას ეკუთვნის.
დარწმუნებული ვარ, თქვენც არაერთ მსგავს სიტუაციას მოიფიქრებთ, რომლებსაც შეუძლია ტილტის მდგომარეობაში ჩაგაგდოთ. ოღონდ გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმოდგენილი სურათი დეტალებით უნდა იყოს დახუნძლული. თან, ის მაქსიმალურად რეალური უნდა იყოს. თუ მომავლის სტიმულირების შესახებ მეტის გაგება გინდათ, შეგიძლიათ ინტერნეტში მოძებნოთ. (NLP) ნეიროლინგვისტური პროგრამირების ერთ-ერთი მეთოდია. შემდეგ ნომერში დისციპლინის სხვა ასპექტებზე გადავალ, თორემ ტილტის შესახებ ამდენმა წერამ ლამის მეც ტილტში ჩამაგდოს. ♠