სალაშქრო სეზონი გახსნა 2017 / Hiking Season Openin
რას იტყვით ამ ღონისძიებაზე? აპირებთ წასვლას? ახლა რატომაა გახსნა როცა კაი ხანია დაიწყო ლაშქრობების სეზონი?
აი ინფორმაცია, რაც ფეისბუქ ივენთზე დევს:
მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია და მოლაშქრეთა კლუბები საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 9 - 11 ივნისის ჩათვლით გიწვევთ 2017 წლის სალაშქრო სეზონის გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც ჩატარდება ალგეთის ეროვნულ პარკში.
ღონისძიების პარტნიორები არიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო,
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი.
ღონისძიების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ უამრავ გასართობ და შემეცნებით აქტივობაში, გაეცნონ მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციისა და მისი კლუბების მომავალ ღონისძიებებს.
ჩაერთონ ღონისძიების მონაწილე, სხვა სპორტული ფედერაციების მიერ შემოთავაზებულ თამაშებსა და შოუებში.
3 დღის განმავლობაში დაბანაკდნენ და გაატარონ სასიამოვნო დრო საკუთარ მეგობრებთან ლაშქრობის მოყვარულებთან ერთად
სეზონის გახსნაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა, რომლიც დაგვეხმარება წინასწარ შეგირჩიოთ და შეგინახოთ საბანაკე ადგილი.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd...orm?usp=sf_link➤ ფედერაციის წევრ კლუბებს შორის ჩატარდება სალაშქრო შეჯიბრება, გამარჯვებული კლუბი გამოვლინდება და დაჯილდოვდება ადგილზე
➤ ჩატარდება მაშტაბური კონცერტი თანამედროვე ქართველი მომღერლების და ჯგუფების მონაწილეობით
➤ ჩაერთვებიან ამერიკული ფეხბურთისა და რაგბის თამაშში.
➤ ადგილზე გაიმართება უამრავი სხვა სახალისო და შემეცნებითი თამაში.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
+995 591 21 77 37
P.S. მე მაგალითად თან მომწონს ასეთი რამ რომ ხდება, თან არ მომწონს, იმიტომ რომ წავა ის ღრიანცელი, ხმაური, სმა და რამე... მე კი ლაშქრობებში სიწყნარე და ხმაურისგან გარიდება მიყვარს. ბუნებაშიც თუ ხმაური გაიჩითა, რაღა აზრი აქვს ლაშქრობას.
ამიტომ ვფიქრობ წავიდე თუ არა.
არა არს დაფარულ...