#50592408 · 19 May 2017, 03:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესალმებით მეგორებო. მაქვს ინსტაგრამზე ბიზნეს ანგარიში და ვიყენებ მხოლოდ ბიზნეს მიზნებისთვის. ბოლო 2 თვეა რაც ფაქტიურად ინსტაგრამზე როცა ვპოსტავ რამეს, ვურთავ ჰეშტეგებს, და ყველაფერს, არანაირი მოწონება არ აქვს, როცა 2 თვის უკან პოსტებზე 200 ლაიქი მქონდა სურათზე. ვეცადე რომ ბიზნეს ანგარიში გადამეყვანა პერსონალურ ანგარიშზე მაგრამ არ შეცვლილა მოწონებები, და დავბრუნდი ბიზნეს ანგარიშზე. ფეისბუქის გვერდზე რომელიც მიერთებული მაქვს ფეისბუქიდან მოაქვს კონტაქტის დეტალები, იმეილი, მისამართი და ასე შემდეგ. ასევე ჩემი პირადი ფეისბუქს unlink გავუკეთე და თავიდან დავუკავშირე. ასევე ექსპერიმენტისთვის მეორე ანგარიში მაქვს და იქ როგორც ვპოსტავ ჰეშტეგებით ეგრევე მოაქვს მოწონებები. დავუკავშირდი ინსტაგრამს აპლიკაციით და არ მოუწერიათ. თქვენი აზრით რაშია საქმე? როგორ შეიძლება მოვაგვარო. ინსტაგრამის აპლიკაცია წავშალე და თავიდან გადმოვტვირთე და არ უშველა. შარშან ჰქონდა დაახლოებით იგივე ციკლი რამდენიმე თვე მოწონებები დაეცა და მერე გადავწიე ბიზნეს ანგარიშზე და მოემატა ლაიქები, ეხლა ჰეშტეგები არავისთან ჩანს, ანგარიში მკვდარია.. როგორ შეიძლება მოვაგვარო ეს პრობლემა?
This post has been edited by karl__heinz on 19 May 2017, 03:05
|