Wuramiთუ ყველაფერი ლეგალური იქნება არამგონია რამე ჯარიმა აიკიდო პორნოს ხოარ ავრცელებ კაცო

მთავარია პატარა ბავშვებისთვის წარწერა იყოს რო 18 წლამდე არასლუწლოვნებს არ მიყიდი ამ ყველაფერს ..
აა ეხლა მივხვდი რაც დაწერე არამგონია რამე პრობლემა შეგექმნას იქ ლეგალურია მგონი ეგეთი რამე ყოველშემტხვევაში კანონებს გადახედე მაინც უცხოეთში ცოტა უცნაური კანონები აქვსთ
* * *
აქ ჯარიმები იმ შემთხვევაშია თუ პორნო საიტი გაქ და ბავშვების პორნოს ავრცელებ ან ვაფშეეტა პორნოს ავრცელებ ფორუმებზე და ესეთ ადგილებში..
საქართველოში ერთი სექსშოპ მაღაზია იყო და დალეწეს დაანგრიეს ვიტრინები

არ მესმის ამ ხალხის სექსიც კაცის კვლა ხოარაა

ვისი რა საქმეა ვიღაცა დილდოს იყიდის თუ კიტრს
* * *
"მუხლი 255. პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის უკანონოდ
დამზადება ან გასაღება (03.06.2005 N 1584)
1. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, –
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება ან/და შენახვა, აგრეთვე ასეთი მასალის შეთავაზება, გადაცემა, გავრცელება, გასაღება, რეკლამირება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომა, –
-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
შენიშვნა: არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებად ჩაითვალოს ნებისმიერი მეთოდით დამზადებული ვიზუალური ან აუდიომასალა, რომელშიც სხვადასხვა საშუალებებით წარმოდგენილია კონკრეტული არასრულწლოვნის მონაწილეობა ნამდვილ ან სიმულირებულ სექსუალურ სცენებში, გამოყენებულია მისი ხმა ან მომხმარებლის სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით ნაჩვენებია არასრულწლოვნის გენიტალური ორგანოები."