#62662329 · 15 Jul 2026, 20:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხიხო არ ასვენებს
* * * „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, მანქანა დაეჯახა. ის ამჟამად კლინიკაში იმყოფება. „არაფერი ისეთი სანერვიულო არ არის - სკუტერით მოვდიოდი, დამეჯახა მანქანა, ჩამიჭრა. ნელა მოვდიოდი, ცოტა ხანი ვიფორთხიალე, ბევრი დაჟეჟილობები მაქვს და კანი მაქვს ატყავებული, ტვინის შერყევის ამბავია“, - ამბობს ჯაფარიძე კლინიკიდან გავრცელებულ ვიდეოში. შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მძღოლი იდენტიფიცირებულია.
|