http://1tv.ge/ge/news/view/166762.htmlშშმ პირები რუსთაველის მეტროსთან აქციას მართავენ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას შშმ პირების უფლებების შელახვის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, დამოუკიდებლად გადასაადგილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის არქონის გამო, მათი დიდი ნაწილი შიდაპატიმრობაში რჩება, სწორედ ამიტომ, ქალაქში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას მოითხოვენ, მათ შორის მუნიციპალურ ტრანსპორტსა და მეტროში.
აქციის მონაწილეები რამდენიმე საათში პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ და მთავრობას 2013 წელს, პარლამენტის მიერ რატიფიცირებულ გაეროს შშმ პირთა კონვენციის პირობებს შეახსენებენ, რომელსაც, მათი შეფასებით, ხელისუფლება უგულვებელყოფს.
როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შშმ პირთა აქციას აუდიტორია 115-ის წევრებიც შეუერთდნენ.