ამ თემამ ჩამაგონა:
რა უსამართლობაა ცხოვრებამოდი გვქონდეს ჩვენც თემა, ხომ იცით ლუზერ ლუზერითა ხარ ძლიერიო...
,,გავხსნი" თემის ავტორი და აი ისეთი წარუმატებელი ვარ, ,,განწირულის", ,,ლუზერის" და ,,წარუმატებელის" მეტი სინონიმი ვერ მოვიფიქრე...თემას ავაწყობდი ცოტა, აზრობრივად გავმართავდი, მაგრამ ამ დაულაგებელ აზრთა კორიანტელში ესეც გასაკვირია
აი
ისეთი საცოდაობა ვარ, ისეთი, რომ აი ტელეფონი და ნომერი 2 თვეა რაც ავიღე და ბილაინზე 1 ლარს ვრიცხავ, მაგრამ მაქსიმუმ ათიოდე სმს გავგზავნო და დარეკვაზე კიდევ ქუჩაში იქით ვთხოვ ,,კეთილი სამარიტელივით" არ გინდათ დაგარეკინებთ მაინც ტყუილად მაქვს–თქო...
და მე ვამაყობ რომ ასეთი ვარ! თუმცა ისიც ვიცი, რომ როგორც ნამდვილი ლუზერი ლუზერთა ჩემპიონატშიც დავმარცხდებოდი, ჩემი ადგილი არც ფსკერზე მოიძებნება
და გთხოვთ მაქსიმალურად გაითვალისწინეთ, წერეთ მხოლოდ ლუზერებმა ამ თემაში, არ გვჭირდება ჭკუის დამრიგებელი წარმატებული ტიპები!
პ.ს. უკვე ვშლიდი თემას როგორც ყოვლად უაზროს, მაგრამ არ შევეპუები და დავაჭერ ენტერს
This post has been edited by Piquecanthropus on 19 Jun 2017, 23:11