თელავის რაიონში სოფელ ყარაჯალაში 1989 წლის აღწერით 10 000 კაცამდე ცხოვრობდა. ასეთი გამრავლების ტემპები ჰქონდათ რომ დღეის მდგომარეობით უკვე თელავის ხელა უნდა ყოფილიყო 20 000 კაცამდე მაცხოვრებლით. თუმცა 2014 წლის აღწერით სოფლის მოსახლეობის რაოდენობა 4891 კაცამდე ჩამოვიდა. ფაქტიურად 50% კლებაა მოსახლეობის. ისმის კითხვა რის ხარჯზე? არცერთ აზერულ სოფელს მსგავსი კატასტროფული კლება არ აქვს მოსახლეობის. ჩემი ვერსია არის ის რომ ეს ყველაფერი დამსახურებაა ქართული ენის

თვითონ სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით ყარაჯლის აზერბაიჯანულ ენოვანი სკოლა 15 წლის წინ გადაკეთდა ქართულად, 30 წლამდე ახალგაზრდობა თავისუფლად ლაპარაკობს ქართულად ისე რომ შეიძლება ადგილობრივი ქართველისგან ვერც განასხვავო. შედეგად სოფელში შევიდა ცივილიზაცია. ახალგაზრდობა ხვდება რომ ცხოვრებაში ცხვრის დევნის და ბადრიჯნის მოყვანის გარდა არსებობს სხვა არჩევანიც. ბევრი თბილისში წამოვიდა საცხოვრებლად, დიდი ნაწილი კი თურქეთში და აზერბაიჯანში.
ქართული ენა უნდა შევიტანოთ ყველა აზერულ სოფელში რადგან ჩვენს ენას შეაქვს ცივილიზაცია. ამით საჩვენოდ ძალიან ბევრ კურდღელს დავიჭერთ
https://ka.wikipedia.org/wiki/ყარა
This post has been edited by miishooo91 on 15 Oct 2017, 00:25