გამარჯობა, მაქვს
Aspire V5-561G
Processor: i5-4200U @1.6-2.3 GHz
RAM: 6GB
HDD: 1TB
GPU: AMD Radeon R7 M265
https://www.notebookcheck.net/Review-Acer-A...k.115567.0.html - დეტალური განხილვა და ამბები აქ ნახეთ.
ვიყიდე საქართველოში 2.5 წლის წინ(გამოვიდა 2014ის ზაფხულში), ჩემს ხელშია სულ და ვუვლი, ვწმენდ, არ ვტვირთავ ძალიან, მიდგას 2 ქულერზე, რომ არ გაცხელდეს და ა.შ.
კომპიუტერის მდგომარეობა ასეთია:
ზედა ხუფზე აქვს სულ პატარა ნაკაწრი, დაახლოებით 2 სანტიმეტრის, წმენდისას ამომივარდა FN ღილაკი, მუშობს ჩვეულებრივად, რა თქმა უნდა, უბრალოდ ღილაკი არ აქვს, ასევე წმენდისას დაზიანდა Ctrl ღილაკი, მუშაობს ესეც ჩვეულებრივად, ცოტა ქანაობს. სხვა ვიზუალური პრობლემები არ აქვს.
ელემენტი თითოქს უპრობლემოა, ყოველშემთხვევაში მე ვერ ვატყობ, რომ თვითონ ელემენტს რამე სჭირდეს, დამტენი კარგავს კონტაქტს ხოლმე, სავარაუდოდ, ბოლო შესაერთებელი ნაწილის ბრალია, დანარჩენი, წესით კარგად უნდა მუშაობდეს.
სისტემურად არ ჭედავს, არ არის გახსნილი, არ გაფუჭებია არაფერი არასდროს. ერთადერთი რაც მახსენდება, მე თვითონ დავაყენე ახალი ვინდოუსი და გამორთვისას ჰიბერნეითში გადადიოდა, დრაივერების ბრალი იყო და შემდეგ გასწორდა, მოკლედ, დრაივერების დაყენება უნდა კარგად (ვინდოუს 10 დავაყენე, ამ ლეპტოპზე კი 10_ის ყველა დრაივერი არ არის, მაგის ბრალია სავარაუდოდ).
სხვა, რავიცი, ყველაფერი თითქოს მუშაობს, ქაჩავს თამაშებს ლოუზე, მაგალითად, ვიჩერ 3, დარქ სოულ 2,3, ძირითადად, მაინც ლოუ ენდ თამაშებს ვთამაშობ ხოლმე, თუმცა მიდრეინჯ გეიმინგი ნამდვილად არ უჭირს.
იმედი მაქვს დამეხმარებით და მადლობა, რამე კითხვები თუ გაგიჩნდათ კიდევ, მკითხეთ და გიპასუხებთ.
This post has been edited by HHiruma on 2 Jul 2017, 12:09