ასეთი სიტუაციაა
მიწის ნაკვეთის ძველ საბუთში აწ გარდაცვლილი მეპატრონის გვარი წერია შეცდომით (ორი ასოა განსხვავებული და არც უცხოვრია მსგავსი სახელი და გვარის მქონე პიროვნებას იმ რაიონში არასდროს). ახლა, მემკვიდრეს უნდა ამ ნაკვეთის ლეგალიზაცია ახალი სტანდარტების შესაბამისად და დარეგისტრირება. იუსტიციის სახლისგან დაიდო ასეთი პასუხი
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული დოკუმენტაცია გადაეგზავნა სარეგისტრაციო დოკუმენტის პირისადმი კუთვნილების ფაქტის დამდგენ კომისიას, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაინტერესებული პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის მიზნით.
აღნიშნული კომისიის N xx სხდომის ოქმის მიხედვით, ვერ დადგინდა წარმოდგენილი დოკუმენტის დაინტერესებული პირისადმი კუთვნილების ფაქტი, შესაბამისად წარმოსადგენია სასამართლო გადაწყვეტილება უდავო წარმოების წესით იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ უფლების დამდგენი საბუთის დაინტერესებული პირისადმი კუთვნილების შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დ ქვეპუნქტის თანახმად).
რომელ სასამართლოს უნდა მიმართონ, ან რა მოთხოვნით, ან რა დოკუმენტაცია უნდა წარუდგინონ ?
This post has been edited by N_e_o_N on 29 Jun 2017, 15:05