უპირველესად მოდერაციასთან დიდი ბოდიში!!! არ მჩვევია საერთოდ თემების გახსნა და მითუმეტეს არასწორ განყოფილებაში, უბრალოდ სამართალში შეიძლება ძალიან გვიან გამცენ პასუხი, მე კიდევ ხვალ მაქვს ბოლო დღე რეაგირების მგონი...
ხვალ შუადღის მერე თავად დავხურავ, მანამ აცოცხლეთ თუ შეიძლება...
მოკლედ მეგობრებო რეესტრს ვუჩივი, პაპის კუთვნილ ნოტარიულად დამოწმებულ მიწის ნაკვეთს არ გვირეგისტრირებს... საქალაქო სასამართლოში მთელი წელი გაგვიწელეს საქმე და როგორც იქნა 31 მაისს დანიშნეს მთავარი სხდომა და არ დაგვიკმაყოფილეს სარჩელი, რითაც მოსამართლემ ჩაიდინა დანაშაული, უგულებელყო რა ჩვენი როგორც მესაკუთრის კონსტიტუციით დაცული და აღიარებული საკუთრების უფლება! სხდომაზე არ გვიპასუხა მოსამართლემ თუ რომელ კანონზე დაყრდნობით მიიღო ეს გადაწყვეტილება, მხოლოდ ის გამოაცხადა რომ განაჩენის ასლს რომ მიიღებთ იქ წაიკითხავთო!
კანონით 14 დღეში მაქსიმუმ ვალდებული იყო მოსამართლე რომ ჩვენთვის ჩაებარებინა განაჩენის ასლი! ამ 29 დღეში ბევრჯერ დავუკავშირდი ტელეფონით მოსამართლის მდივანს და ის კი ერთი და იგივეს იმეორებს რომ გადატვირთულები ვართ და ეს ვადები მაგიტომ ირღვევაო... შემდგომ კატეგორიულად მოთხოვნის მერე განმიცხადა პროექტი მზად არის მარტო ხელის მოწერა უნდაო... რითი ვერ შეძლეს ხელის მოწერა?!
ერთი კვირის წინ მივედი სასამართლოში და განცხადებითაც მოვთხოვე ასლის ჩაბარება მაგრამ უშედეგოდ, ისევ წელავენ დროს და ვერაფერს ვერ გვპასუხობენ... ამასობაში კი კანონში ასე წერია:
მუხლი 369. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა +
1. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 259/1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
2. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მუხლი 259/1. გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარება 2 +
1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
შეგახსენებთ რომ საქმე ადმინისტრაციულია!
ჩემი ადვოკატი მამშვიდებს რომ ეს სამოქალაქო სამეებს ეხება და არ ვრცელდება ადმინისტრაციულ საქმეზეო... ნუ ნერვიულობ სანამ არ ჩაგვბარდება გადაწყვეტილების ასლი ოფიციალურად, მანამ სააპელაციოში გასაჩივრების ვადის ათვლა 14 დღე არ გეკარგებაო...
ამ საქმეში ჩახედულ ხალხს გთხოვთ გამარკვიოთ, მართლა არ არის საშიში თუ ხვალ ყველა ვარიანტში ბოლო დღე მაქვს ასლის სასამართლოდან წამოღების? დიდი მადლობა!!!