ალბათ ყველას გინახავთ ფილმი ნეილონის ნაძვის ხე. ეს ფილმი 1985 წელს არის გადაღებული და იმ დროის საბჭოთა ფილმებისგან განსხვავებით ნაჩვენებია მაშინდელი საზოგადოების რეალური სახე. აქ არ არის მშრომელი და ბედნიერი საზოგადოება, ხალისიანად რომ შრომობენ და სიმღერაში ატარებენ ცხოვრებას (როგორც ეს საბჭოთა ფილმებშია ნაჩვენები). კაი ფილმია, ცოტა კომედიაც, მაგრამ რომ ვუყურე მივხვდი, რომ მაშინაც ისეთივე არანორმალურები, დარტყმულები და დანერვოზებულები ვიყავით როგორც ეხლა

რომ იძახიან საბჭოთა დრო კარგი იყოვო, აი ეს ფილმია რეალური ჩვეენება მაშინდელი დროის. ნუ ბოლოს რომ იჩხუბებენ და მერე რომ მღერიან მაგან ხო საერთოდ დაგლიჯა

ხოდა ნუღარ გვიკვირს, რომ 6 წლის შემდეგ ეს დანერვოზებული ხალხი ავტომატებით დაერია ერთმანეთს, შესაფერის დროს უცდიდნენ უბრალოდ