ინგლისურმა გამოცემამ (http://www.fourfourtwo.com) დაასახელა ყველა დროის საუკეთესო საკლუბო გუნდი - კრუიფის აიაქსი, რომელმაც გაასწრო საკის მილანს, დი სტეფანოს რეალს და გვარდიოლას ბარსას
პირველ 20 გუნდში არ შეიძლებოდა შეეყვანათ ერთი გუნდის რამდენიმე თაობა, ამიტომ სია არ არის დატვირთული რეალებით, მილანებით და ა.შ. - მხოლოდ ერთხელ შევიდა გამოცემის აზრით მათი საუკეთესო გუნდი

გუნდებს ირჩევდნენ არამარტო ტიტულების მიხედვით, არამედ
ა) ,,უბრალო გუნდი თამაშობს მოგებისთვის, უდიდესი ლამაზად მოგებისთვის"
ბ) მათ მიმართ მეტოქეების შიში თამაშის დაწყებამდე
გ) გავლენა მომავალ თაობებზე
დ) ინდივიდუალურად ძლიერი ვარსკვლავები
და ა.შ.
1. კრუიფის აიაქსი (6 ჩემპიონატი, 4 თასი, 3 ჩემპიონთა თასი, 1 საკონტინენტთაშორისო. სულ 14)
ლიდერები: კრუიფი, ნეესკენსი, კროლი, კაიზერი, ჰაანი, მიურენი
2. საკის მილანი (1 ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა თასი, 2 საკონტინენტთაშორისო თასი, 1 ევროპის სუპერთასი. სულ 6)
ლიდერები: ვან ბასტენი, გულიტი, რაიკარდი, ბარეზი, მალდინი
3. დი სტეფანოს რეალი (5 ჩემპიონთა თასი, 2 ჩემპიონატი. სულ 7)
ლიდერები: დი სტეფანო, პუშკაში, ხენტო, კოპა, სანტამარია
4. გვარდიოლას ბარსა (3 ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 მსოფლიო საკლუბო, 2 ევროპის სუპერთასი, 1 თასი. სულ 10)
ლიდერები: მესი, ხავი, ინიესტა, პუიოლი
5. პეისლის ლივერპული (7 ჩემპიონატი, 4 ჩემპიონთა თასი, 4 ლიგის თასი, 1 ევროპის სუპერთასი, 1 უეფას თასი. სულ 17)
ლიდერები: დალგლიში, კიგანი, რაში, სუნესი, ჰანსენი, კლემენსი
6. ერერას ინტერი (3 ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა თასი, 2 სონტინენტთაშორისო. სულ 7)
ლიდერები: ლუის სუარესი, ს. მაცოლა, ფაკეტი, კორსო, პიკი
7. პელეს სანტოსი (6 ჩემპიონატი, 2 ლიბერტადორესი, 2 საკონტინენტთაშორისო. სულ 10)
ლიდერები: პელე, კარლოს ალბერტო, ზიტო, კოუტინიო, პეპე, კლოდოალდო
8. ეუსებიოს ბენფიკა (7 ჩემპიონატი, 3 თასი, 2 ჩემპიონთა თასი. სულ 13)
ლიდერები: ეუსებიო, კოლუნა, ჟერმანო, აუგუსტო
9. ბეკენბაუერის ბავარია (4 ჩემპიონატი, 3 თასი, 3 ჩემპიონთა თასი, 1 თასების თასი. სულ 11)
ლიდერები: ბეკენბაუერი, მიულერი, მაიერი, ბრაიტნერი
10. ტორინო (4 ჩემპიონატი. სულ 4)
ლიდერები: ვ. მაცოლა, გაბეტო, ლოიკი, რიგამონტი
11. სელტიკი 65-74
12. მანჩესტერი 95-01
13. ინდეპენდიენტე 71-75
14. იუვენტუსი 80-86
15. კიევის დინამო 85-87
16. ბოკა ხუნიორსი 98-03
17. პრესტონი 1888-89
18. გლადბახი 70-79
19. ჰონვედი 50-55
20. ნოტინგემი 77-80როგორც ვხედავთ გამოცემის აზრით საკის მილანი > კაპელოს დაუმარცხებელი მილანი (92) და ,,დრიმთიმის" 4:0 გამნადგურებელი
95-01 მანჩესტერი > მანჩესტერი 06-09
ტრაპატონის იუვენტუსი > ლიპის იუვენტუსი
ერერას ინტერი > მაურინიოს ინტერი
და ა.შ.
მე ასევე ინდეპენდიენტეს შეყვანა გამიკვირდა და რივერ პლეიტის დატოვება
ოცეულში ვინც ვერ მოხვდა ის კონკურენტები:
ბარსელონა 88-94
რივერ პლეიტი 41-47
რეალი 84-90
მანჩესტერი 65-68
ფლამენგო 80-83
პსვ 85-89
ფეიენოორდი 68-71
ვულვზი 53-60
ესტუდიანტესი 67-71
ტოტენჰემი 60-61
არსენალი 30-35
აიაქსი 92-96
მარსელი 88-93
ლიდსი 68-74აბა რას იტყვით, რომელი გუნდები გამორჩათ ან რა ვიცით იმ უდიდეს გუნდებზე სიაში, რას არ ვეთანხმებით და ა.შ.
მე ვეთანხმები N1 არჩევანს, გავლენით ფეხბურთზე, თამაშის მოგების სილამაზით და სენსაციური ,,აურით", საფეხბურთო ბითლზიო მაგაზე ითქმის
სრული შემადგენლობები თუ დაიდება ყველა გუნდის, ძალიან კარგი

იმედია თემა არ წავა ,,დატოლების მხრივ" და უფრო ისტორია/გუნდების ტაქტიკურ ანალიზებს მიეძღვნება, ან საინტერესო ამბებს იმ გუნდების ირგვლივ
დაიდოს სხვა გამოცემების ასეთივე რეიტინგები, ახლახანს უორლდ სოკერმაც შეადგინა როგორც მახსოვს
ეს ძველი თემა
რომელი ფორმაციის გუნდი მიგაჩნიათ ყველაზე ძლიერადმადლობა
This post has been edited by ნაგავი on 7 Sep 2013, 09:30