ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელ ნივთერებას ეძებენ . თვითმფრინავი რეისს თბილისი-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებს. ამის შესახებ რეისის მგზავრზე დაყრდნობით Сова წერს.
სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალში დაეშვა.
„როდესაც თვითმფრინავი დაეშვა, გასასვლელისგენ გავემართეთ. თუმცა ბორტგამცილებლებმა ამის უფლება არ მოგვცეს. გვითხრეს, რომ ვიღაცამ ავიაკომპანიაში დარეკა და განაცხადა, რომ თვითმფრინავი დანაღმულია. ეს მას შემდეგ მოხდა, როდესაც თბილისიდან გამოვფრინდით. უკვე სამჯერ შეგვამოწმეს“- აცხადებს რეისის მგზავრი. ამ დროისთვის კინოლოგები ბარგს ამოწმებენ.
სააგენტოს ცნობით, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მათ Georgian Airways-ის ხელმძღვანელობასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს.
http://imedinews.ge/ge/saqartvelo/18491/tb...e-bombs-edzebenმე ფეიკ შეტყობინება მგონიადა რავიცი
რუსული შპანების ნახელავს გავს
რავიცი, თუ ვცდები, მაშინ კომენტარი არ მაქვს

ცრუშეტყობინება ყოფილა. მოდერ დახურე თემა
This post has been edited by Free_World on 4 Jul 2017, 20:51