მაგ სამივე პრობლემის მთავარი მიზეზი, საცობებია.
500 000 ადამიანი როცა გადაადგილდება დღეში, საჭიროა ტევადი სატრანსპორტო სისტემა - მაგალითად, ჩქაროსნული ტრამვაი.
ჩვენ კიდევ რა გვაქვს - მარშრუტკები, რომელშიც 20 კაცი ეტევა.
სამარშრუტო ტაქსი არის ტაქსი და არა საზ. ტრანსპორტი, ის არ გამოდგება ასი ათასობით ხალხის გადასაყვანად.
500 000-ზე მეტი ადამიანი რომ გადაიყვანოს 20 კაციანმა მანქანამ, ე.ი. ათი ათასობით უნდა მარშრუტკა უნდა გამოიყვანო, ამდენს კიდევ კომპანია ვერც იყიდის, ვერც მძღოლებს დაიქირავებს და ვერც მომსახურებაში გადაიხდის ფულს.
თან, ამდენი მანქანა, თავიანთ საცობში გაიჭედება და ხალხი მაინც ვერ გადაადგილდება.
ზუსტად ამიტომაა, რომ ფეხზე დგომა ვერ აკრძალეს მარშრტუკებში - იმიტომ, რომ არ ყოფნის და ე.ი. ხალხი ქუჩაში უნდა დარჩეს.
ადამიანებს კი ურჩევნიათ, ფეხზე დადგნენ, გაიჭირვონ და გადაადგილდნენ.
ხოლო, ვისაც არ უნდა სხვისი იღლიების ყნოსვა, ის მანქანას ყიდულობს. მანქანას კი, საერთოდ 1 ადამიანი გადაჰყავს, კიდევ უფრო ზედმეტად ტვირთავს ქუჩებს და ვიღებთ საცობებს.
ამ საცობებში კი, იჭედება ავტობუსი, ვეღარ მიდის დროზე გაჩერებაზე, ვეღარ იცავს გრაფიკს და გაჩერებებზე გროვდება ხალხი, რის გამოც, დადის გადატენილი.
დღის ბოლოს, ეს დაგვიანებული რეისები გროვდება და ღამის 5 საათამდე ხომ არ იმუშავებენ, ამიტომ აკლებენ ხელოვნურად რეისებს.
გამოსავალი:
1. ტევადი საზ. ტრანსპორტის სისტემის შექმნა - ჩქაროსნული ტრამვაი
2. საზ. ტრანსპორტისთვის ცალკე ზოლების გამოყოფა, რომ აიცილოს საცობი
3. ავტომობილებისთვის შეზღუდვების დაწესება - შუქნიშნები რუსთაველზე, პარკინგის აკრძალვა ტროტუარზე, პარკინგის გაძვირება ცენტრალურ ქუჩებზე, რაც აიძულებთ მძღოლებს, ისარგებლონ საზ. ტრანსპორტით (და მარშრუტკების საერთოდ აკრძალვა, თუმცა მისი საჭიროება, ავტომატურად დაიკლებს)
