#50899928 · 4 Jul 2017, 20:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MR_ABCD მეგობარო, საქმე ისაა, რომ მე ცასაც ვხედავ და მიწასაც. ვაკვირდები ყველაფერს, ვეძებ ქარს, რომელიც ქრის. ველოდები წვიმას, რომელიც არ მოდის, მაგრამ რატომ უნდა გავიხლიჩოთ შუაზე? შენ იქ დგახარ , მე აქ. ეს არაა სწორი. ყოველთის ისე არ ხდება, როგორც გვინდა, მესმის ეს, თუმცა არ მომწონს . შენც არ მოგეწონებოდა, ვიცი. ახლა დაფიქრდები ამ რაღაცებზე. შენ რა შუაში ხარ? ხო, რა თქმა უნდა. სულ ვიცოდი რისთვის მოდიოდა სწრაფი მატარებელი , მეც უნდა წავეყვანე, მაგრამ არ მივყავდი. და იცი რატომ? იმიტომ, რომ ზედმეტად სწრაფი იყო. მე კი ის ვერ გავაანალიზე, რომ ეს სისწრაფე მიყვარს. ამის გამო დავრჩი იქ. არ მინდოდა, მაგრამ დავრჩი. ახლა ყველაფერს ვხვდები. მე უბრალოდ გამოგიყენე იმ სიტყვებისთვის, რომელთა მიმართულებაც არასწორია. სულ ესაა.
--------------------
მხითარიანმა უნდა მიეცეს შანსი © -LesTaT-
|