night-blueროგორ და როგორც წესი და რიგია ისე.
მოგაზავეების საპირისპიროა ზოზინა მძღოლები. მიდიან თავისთვის 30-40-ით. მაგაზეც უნდა აკლდებოდეს ქულები. თუ მანქანას მეტი არ შეუძლია არ უნდა იაროს ეგეთმა მანქანამ. თუ მძღოლს მეტი არ შუძლია არ უნდა ატაროს ეგეთმა მძღოლმა. არ გვაქვს ჩვენ ისეთი ფართო გზები რომ ვისაც როგორ მოესურვება და მოეხასიათება ისე იაროს.
ორზოლიან გზა როცაა და შენ პირველ ზოლში მიზოზინებ ფაქტიურად საცობს ქმნი. იძულებულია ხალხი გადაგისწროს მეორე ზოლში გადადის და ამასობაში მეორე ზოლიც ფერხდება(აღარაფერს ვამბობ როცა მხოლოდ ერთი ზოლია).
მოძრაობის შეფერხებაზე უნდა აკლდებოდეს ქულები.
ასევე ორ ზოლში ერთდროულად მოსიარულეებიც უნდა აილაგმონ. ტიპებს გონიათ რომ წყვეტილი ხაზი იმის ნიშანია რომ შეუძლიათ გადაკვეთონ(ეგრე თქვა ერთ-ერთმა). სხვა დანიშნულება თუ აქვს ვერც წარმოუდგენიათ.
აქამდე არ ვიცოდი მაგრამ თურმე ხალხის უმრავლესობას გონია რომ შენ წინ მიმავალ მანქანას აუცილებლად უნდა დაეწიო. ანუ თუ მაქსიმალური დასაშვები სიჩქარეა 60 და ვიღაც 500 მეტრში 60-ით მიდის შენ აუცილებლად უნდა დააჭირო გაზს და დაეწიო.
ასევე არის კატეგორია რომლებიც ოფიციალურად არაფერს აშავებენ მაგრამ მაინც დანაშაულია.

ამ კატეგორიაში შედიან ზოლიდან ზოლში მოხტუნავე მძღოლები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ზოლი აწყობთ, წინ ერთი მანქანის ადგილს დაინახავენ და გადადიან იმ ზოლში, მერე უკან დაბრუნებას ცდილობენ და ფერხდება მოძრაობა.
კიდე ბევრი რამის დაწერა შეიძლება მაგრამ მეზარება.