#50903873 · 5 Jul 2017, 13:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია 12:38 05-07-2017 თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია თურქეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
"29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება",- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გარდაცვლილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება, გენერალური საკონსულოს შუამდგომლობითა და სტამბოლის მერიის მხარდაჭერით დღეს მოხდება.
IPN
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|