კარგად წაიკითხეთ თემა, ყველაფერი ისეა, როგორც აქ. წერია და PM-ში იგივეს ნუ შემეკითხებით.
1 - ყველა კარტა არის ახალი, გაუხსნელ ქარხნულ შეფუთვაში.
2 - მეხსერებები რომელს ვის ჩიპზე აქვს, არ ვიცი. თუ რატომ არ ვიცი, იხ. პუნქტი 1.
3 - "თუ ეს მეხსიერებაა, ამდენს ვიხდი და თუ ის -იმდენს" დაივიწყეთ.
4 - ნახევრად აუქციონი იმიტომ, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს დამთავრდეს, თუ ნორმალურ ფასს შემომთავაზებთ. თუ არა და დასრულდება ზეგ, ანუ 7-ში შუადღისას.
5 - მყიდველს გავუხსნი კარტას და შევუმოწმებ წაღებისას. სხვა შემთვევაში პრეტენზიები არ მიიღება.
6 - პოსტავთ მხოლოდ რეალური მყიდველები და საქმის თაობაზე. ფილოსოფიური და რიტორიკული აზრთაფრქვევებისთვის არსებობს ოპციები "ახალი თემა" და ახალი გამოკითხვა.
7 - "რამდენს მომიტანს" და "რამდენ ხანში ამოვიგებ" შეკითხვებზე შესანიშნავად პასუხობს გუგლი ბიძია. უკიდურეს შემთხვევაში იხ. პუნქტი 6. პოსტავთ მხოლოდ საქმეში ჩახედული და გარკვეული პიროვნებები, ვისაც უკვე ყველაფერი გათვლილი და აწონდაწონილი გაქვთ.
8 - აუქციონის ბიჯია 10 ლარი;
9 - გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთქვათ, გაქვთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი კარტა და გინდათ გაცვლა ასევე ჩამოთვლილთაგან მეორეში, რომ ერთნაირები გქონდეთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ მე არაფრის დამმატებელი არა ვარ.
ახლა თავად კარტებს რაც შეეხება:
1 - Asus ROG Strix RX 470 OC 4Gb - საწყისი ფასია 1000 ლარი. "იყიდე ახლავე" ფასია 1300 ლარი;
2 - MSI Armor RX 570 OC 4Gb - საწყისი ფასია 1050 ლარი. "იყიდე ახლავე" ფასია 1350 ლარი;
3 - MSI Armor RX 580 OC 8Gb - საწყისი ფასია 1300 ლარი. "იყიდე ახლავე" ფასია 1600 ლარი;
გისურვებთ წარმატებებს.
P.S. არაკეთილსინდისიერი მყიდველისგან მიზეზები "ბებიაჩემს ზვიგენმა მოაკვნიტა ფეხი და მკურნალობაზე ფული მაკლდებოდა" არ მიიღება. ასეთ მყიდველს ელის ფორუმზე რეპუტაციის შელახვა და სამუდამო ადგილი ჩემ შავ სიაში. შე კაიდედმამიშვილო, თუ ყიდვის თავი არ გაქვს, სხვას რატომღა უშლი ხელს შეძენაში.
P.P.S. თუ PM-ზე 12 საათის განმავლობაში არ გიპასუხეთ, ე.ი. ძააააალიან დიდი ლეღვობა მოგიწერიათ
This post has been edited by Anonimous@Server on 5 Jul 2017, 23:40